მსგავსი რამ ბოლოს 20 წლის წინ მოხდა - მამარდაშვილის უნიკალური მიღწევა ევროპის ჩემპიონატზე

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, F ჯგუფში საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი "ჯვაროსნების" მეკარე გიორგი მამარდაშვილი გახდა.

Opta-ს მიხედვით, "მამარდამ" ჩეხეთთან მატჩში 11 მოგერიება შეასრულა, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ევროპირველობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე მეტი მოგერიება 2004 წელს, ლატვიის ნაკრების მეკარემ ალექსანდერ კოლინკომ ნიდერლანდებთან დაპირისპირებაში შეასრულა, ლატვიელმა მაშინ 12 სეივი შეასრულა.

ჩვენს ჯგუფში დღეს თურქეთი პორტუგალიას შეხვდება, ბოლო ტური კი 26 ივნისს ჩატარდება: საქართველო პორტუგალიას, ხოლო ჩეხეთი თურქეთს შეხვდება.

-31JUN/screenshot-2024-06-22-191715.png" border="0" alt="alt" title="მსგავსი რამ ბოლოს 20 წლის წინ მოხდა - მამარდაშვილის უნიკალური მიღწევა ევროპის ჩემპიონატზე" style="height: 50px; width: 50px;" />საუკეთესო მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს "ჯვაროსნებმა" ჩეხეთთან მატჩში?

altბრწყინვალე მამარდაშვილი - ისტორიულ გამარჯვებამდე ერთი ზუსტი დარტყმა დაგვაკლდა [VIDEO]

altმამარდაშვილის მორიგი ბრწყინვალე მოგერიება და დამწუხრებული პატრიკ შიკი [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 24 /
მე რო ვიძახდი ევროპის მერე მამარდა გახდება ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი მეთქი,რამის ჩამქოლეთ.(არავის გადაუღუნოთ)ხაზზე მე მგონი დღეს ბადალი არა ჰყავს.თუ გამოსვლებზეც ისე ითამაშა როგორც ხაზზე ცოტა ხანში ერთერთი საუკეთესო მეკარე იქნება.
jordan beli
22 ივნისი 2024 20:13
1
რას ხანია ვიძახი რომ გიორგი ყველაზე ადრე გახდება 'გრანდების' ძირითადის წევრი! წარმატება, გიორგი!
გიორგი
22 ივნისი 2024 20:12
1
გრანდების შესაფერისი მეკარე გვყავს. თავისუფლად შეიძლება ევრო 24-ის სიმბოლურში მოხვდეს. ბრავო მამარდას.
G.LA
22 ივნისი 2024 20:00
2
ეს მამარდაშვილი რომ ასე მარდი არ იყოს, რა გვეშველებოდა?! ეს კვარაცხელია რას ეტენება საცა ბევრი მცველია, რა ტარანზე მიდის ?! მცველს თავის ან სხვის საჯარიმოში ბურთი ფეხებში უნდა ებლანდებოდეს ? თავდამსხმელი კარის ჩარჩოში ბურთს ვერ უნდა ახვედრებდეს , ახლოდან, შორიდან, სხვა რა იცის და რა მოეთხოვება პრანჭვა გრეხვის გარდა, ვაზი უნდა გამისხლას!?
ალექს
22 ივნისი 2024 19:54
10
კვარა თავდამსხმელი რომ არაა ეგეც არ იცი?
)))
22 ივნისი 2024 20:22
11
კვირკველია და კაშია დროა პენსიაზე გავიდნენ, ძალიან ნელები არიან, მამარდა რომ არა ალბათ სამარცხვინო ანგარიშით წავაგებდით, ოღონდ ისიც უნდა დავწერო რომ გოლის მომენტში ჩემი აზრით შეეძლო გამოსვლაზე თამაში და მუშტით მოგერიება, გამოსვლაზე თამაში არის მამარდას სუსტი წერტილი, ბევრი აქვს სამუშაო ამ კომპონენტზე
მამუკა
22 ივნისი 2024 19:54
5
ეს ის შემთხვევაა მეწყინოს თუ გამიხარდეს არ ვიცი სულ 20 იყო ორივეში ერთად იმ ხალხ მეორე შანსი პორტუგალიის მერე რატო უნდა მიეცეს
ნოდო
22 ივნისი 2024 19:50
1
ვიცი ბევრს არ მოეწონება .სანიოლმა მაგრად აურია .ბუდუ თადარიგში გყავდეს და ქვილითაია გამოიყვანო. ასევე გველესიანი გყავდეს და კვირკველია დააყენო სასტარტოში ცოტა ვერ უნდა იყო. მეთანხმებით თუ არა. საწინააღმდეგო აზრს გულმოდგინედ წაიკითხავს.
ლექსო
22 ივნისი 2024 19:47
5
დაცვა არის ძირფესვიანად ამოსაგლეჯი ჩვენი ნაკრებიდან …
ss
22 ივნისი 2024 19:40
2
ჩვენი კარების ბურჯი ხარ მამარდა..დღეს უბრალოდ დიდებული იყო..წინა თამაშში ვინც საჯარიმოში ჩასვლის გამო აკრიტიკებდა ამ ბიჭს დღეს რაო..ყველა ქების ღირსია და თუ რომელიმე ვერ ამართლებს ეს მწრთვნელის პასუხისმგებლობაა მხოლოდ..30 ჯერ გადავახვიე გიოს გოლი დ აიქ მყოფი ქართველების სიხარული და იმედი თვალებში..იმედი არ მოკლებოდეს ყველა ქართველს..მადლობა ნაკრებს ..მე მჯერა ამ თაობის...მსოფლიოზეც გავალთ და საქართველოს ჰიმნს ბევრჯერ გავაჟღერებთ..
კიეზა
22 ივნისი 2024 19:34
2
ლოთარ მათეუსმა თქვა რა ჯანდაბად არ იყიდა ბაიერნმა ეს ბიჭიო.
გიორგი
22 ივნისი 2024 19:32
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული