ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, F ჯგუფში საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი "ჯვაროსნების" მეკარე გიორგი მამარდაშვილი გახდა.
Opta-ს მიხედვით, "მამარდამ" ჩეხეთთან მატჩში 11 მოგერიება შეასრულა, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ევროპირველობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე მეტი მოგერიება 2004 წელს, ლატვიის ნაკრების მეკარემ ალექსანდერ კოლინკომ ნიდერლანდებთან დაპირისპირებაში შეასრულა, ლატვიელმა მაშინ 12 სეივი შეასრულა.
ჩვენს ჯგუფში დღეს თურქეთი პორტუგალიას შეხვდება, ბოლო ტური კი 26 ივნისს ჩატარდება: საქართველო პორტუგალიას, ხოლო ჩეხეთი თურქეთს შეხვდება.
-31JUN/screenshot-2024-06-22-191715.png" border="0" alt="alt" title="მსგავსი რამ ბოლოს 20 წლის წინ მოხდა - მამარდაშვილის უნიკალური მიღწევა ევროპის ჩემპიონატზე" style="height: 50px; width: 50px;" />საუკეთესო მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს "ჯვაროსნებმა" ჩეხეთთან მატჩში?
19:24 22-06-2024
მსგავსი რამ ბოლოს 20 წლის წინ მოხდა - მამარდაშვილის უნიკალური მიღწევა ევროპის ჩემპიონატზე
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 24 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
როგორც ჩანს კომენტარებს ან ბავშვები აკეთებენ ან ახლობლები.თქვენ რა იცით რომელი ფეხბურთელი რა ფორმაშია და როგორ იქცევა?დისციპლინას ვგულისხმობ,მწვრთნელმა ჩვენზე უკეთესად იცის ვინ რა ფორმაშია.ეს დაცვა იყო საბერძნეთმა რომ ვერაფერი გააწყო,მეტოქესაც ხომ გააჩნია?ბიჭები თავს აკლავენ,ეს სანიოლის დამსახურებაა,ეს იყო მთავარი პრობლემა ყოველთვის ქართველებისთვის-დისციპლინა და თავდადება.წინ საქართველო!მიდით ბიჭებო!
2
0
დიდი დიდი მადლობა ჩვენს ფეხბურთელებს.მე სხვა რამ მაწუხებს.დაახლოებით 50ათასი ქართველი გულშემატკივარია დღეს ევროპაში.მოგეხსენებათ ევროპა არის გარყვნილების ბუდე(ჩემი თუ არ გჯერათ დეპუტატ მაჭარაშვილს კითხეთ)რა ვქნათ ეს ხალხი უნდა დავაბრუნოთ თუ ჩავტოვოთ იმ ჩამპალ კაპიტალიზმში(რუს დეპუტატ ინჯიას აზრით).
5
10
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული