შიკი: მეტოქეს ვაჯობეთ, საქართველოს ნაკრები მამარდაშვილმა გადაარჩინა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

საქართველოს ნაკრებიდან თავი გიორგი მიქაუტაძემ გამოიჩინა, ჩეხებიდან კი ანგარიში პატრიკ შიკმა გაათანაბრა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ჩეხეთის ნაკრებისა და "ლევერკუზენისა" ფორვარდმა მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ერთი ქულა ავიღეთ, თუმცა გამარჯვებას ვიმსახურებდით. უკეთესად ვითამაშეთ, მეტი შანსი გვქონდა, მაგრამ მათმა მეკარემ პირველ ტაიმში საკუთარი გუნდი გადაარჩინა. გოლი ფაქტობრივად გასახდელში გავუშვით.

არ გაგვიმართლა, თუმცა შეტევები გავაგრძელეთ. ბოლოს სულელური შეცდომა დავუშვით და კინაღამ დავისაჯეთ. ყველაფერი თურქეთთან, ბოლო ტურში გადაწყდება",
- განაცხადა შიკმა.

შეგახსენებთ, ჩვენს ჯგუფში დღეს თურქეთი პორტუგალიას შეხვდება, ბოლო ტური კი 26 ივნისს ჩატარდება: საქართველო პორტუგალიას, ხოლო ჩეხეთი თურქეთს დაუპირისპირდება.

altივან ჰაშეკი: მოხარული ვართ, რომ საქართველომ ბოლო წუთზე ვერ გაგვიტანა

altვილი სანიოლი: ამისათვის 3.5 წელი ვიშრომეთ - ეგებ პორტუგალიასთან უკეთ ვითამაშოთ

მკითხველის კომენტარები / 21 /
Მცველი უნდა მდგარიყო მგონი ძელთან
Ზურა
11:21 23-06-2024
0
ჩვენ ვერ გავალთ იმიტომ რომ ქულები რომც გაათანაბრო გოლებში გვაქ მინუსები.....ეგაა რომ გელების გატანა გვიჭირს
გიო
11:00 23-06-2024
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული