"ჩვენი სკოლის მიმდევარია, საბჭოთა მეკარის მსგავსად თამაშობს" - კავაზაშვილმა მამარდაშვილზე ისაუბრა

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილმა მეკარემ, ანზორ კავაზაშვილმა, საქართველოს ნაკრების კარის დარაჯის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა.

კავაზაშვილის თქმით, "მამარდა" უფრო ძველი სკოლის მიმდევარია და ისე თამაშობს, როგორც ამას საბჭოთა კავშირის ნაკრების მეკარეები აკეთებდნენ.

- როგორ შეაფასებდით მამარდაშვილის გამოსვლას ევროპის ჩემპიონატზე?
- რა შეგვიძლია მასზე ვთქვათ? მან უკვე ყველაფერი თავად თქვა. ყველა მატჩში ძალიან მშვიდად, დამაჯერებლად, ევროპულ სტილში გამოიყურება, ან სიმართლე რომ ვთქვა, საბჭოთა კავშირის სტილში. ის ჩვენი სკოლის მიმდევარია. საკუთარ საჯარიმოში შეცდომებს არ უშვებს და სულელურად არ თამაშობს მაშინ, როცა მის წინ
რამდენიმე მეტოქეა.

მცველს პასს მაშინ აძლევს, როცა თანაგუნდელი თავისუფალია. ასე რომ, ის ჩვენი სტილისაა, საბჭოთა კავშირის ნაკრების მეკარეები სწორედ ასე თამაშობდნენ. ვფიქრობ, ევრო 2024-ის საუკეთესო მეკარედ დაასახელებენ. ნებისმიერ შემთხვევაში, მამარდაშვილი აუცილებლად მოხვდება ტურნირის საუკეთესო სამ გოლკიპერს შორის", - განაცხადა კავაზაშვილმა KP Sport-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

alt"ამ დროისთვის ევროზე საუკეთესო მეკარე მამარდაშვილია, მაგრამ..." - კავაზაშვილი საქართველოს ნაკრების მეკარის შესახებ

alt"ქართველებს მოგება ეკუთვნოდათ! თურქებმა კი ამიტომ გაიმარჯვეს... თუ აქამდე ამ ნაკრებზე მეტყოდნენ, რომ..." - კავაზაშვილი სანიოლის გუნდის კარგმა თამაშმა აღფრთოვანებული დატოვა

altანზორ კავაზაშვილი: საქართველოს ნაკრები ელიტას უახლოვდება

მკითხველის კომენტარები / 41 /
ანზ(ღ)ორ მარაზმატიკი.
მამუკა
28 ივნისი 2024 15:26
6
მიხარია, რო კვარას გარდა უკვე სხვა ჩვენი ნაკრების ბიჭებზეც დაიწყეს საუბარი ყველგან, გიო მამარდა კვარა, იმედია ქოჩორაშვილს ვიხილავთ უკეთეს გუნდში, ზურიკოს კი ბევრი აქვს სამუშაო ჯერ
გოგა
28 ივნისი 2024 15:52
0
ამ დაჯღანული კავაზაშვილის ფოტო ვერ შეცვალეთ, სხვა არ მოგეპოვებათ?
ალექსანდრე
28 ივნისი 2024 17:24
3
წამოცდენაა ის რელობა რაც თქვა ევროპული სტილის მეკარეაო, მერე გამოსწორება სცადა და აქ გაბანძდა.
baggio
28 ივნისი 2024 15:00
1
შე შტერო მამარდა რომ დაიბადა მაშინ სადღა იყო საბჭოთა კავშირი ? DD
zura222
28 ივნისი 2024 16:55
4
მაინც ექაჩება საქართველოსაკენ მისი გული და გენი! ანზორ მაგარი ხარ! საბჭოთა მეკარეები ყოველთვის იდგნენ უმაღლეს საფეხურზე, მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული იყო ანზორ კავაზაშვილი!!
aburjga
28 ივნისი 2024 13:02
49
აფხაზეთისთვის საბრძოლო როცა არის მაშინ რატომ არ ექაჩება ?? ამათი "გრუზინობა" მარტო ხაჭაპურის ჭამას და ჩვენი წარმატების მითვისებას რომ მოიცავს , აფხაზეთზე ტყუილებს რომ ბლუყუნებს ამათი საფიცარი რუსეთი მაშინ რატომ არ არიან ქართველები და ხმას არ იღებენ?? ვიგოდნიკები აქვიათ ამათ
aburjga-ს
28 ივნისი 2024 13:14
2
თუ ასე გძულთ დამოუკიდებელი საქართველო წაბრძანდით რუსეთში, დსრწმუნებული ვარ იქ გეყოლებათ პატრონი
Dato
28 ივნისი 2024 14:40
3
ყველა გამოხმაურება
ვაი შენს პატრონს
ირაკლი
28 ივნისი 2024 17:22
6
მე ის დრო მახსოვს, რუსი კომენტატორები რომ იძახდნენ ბრაზილიელების გავრილოვის (სპარტაკის ფეხბურთელი იყო, გოსდუმის დეპუტატი არ გეგონოთ) სტილში თამაშობენო.
გუგა
28 ივნისი 2024 16:35
0
სოსიკო პავლიაშვილი რატომ დაივიწყეთ??მის ნააზრევს რატომ აღარ გვიზიარებთ??დდდ
გიორგი
28 ივნისი 2024 13:47
1
საბჭოთა არა ჩრ. კორეული... საბჭოთა და რუსული არაფერი არ გვაქვს და არც გვინდა. ქართული აქვს ყველაფერი-მაშასადამე ევროპული. რუსი წარმოშობით ქართველის აზრი არ გვაინტერესებს
ბათუმი
28 ივნისი 2024 13:46
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული