შთამბეჭდავი მაჩვენებელი - რამდენი მოგერიება შეასრულა გიორგი მამარდაშვილმა ევრო 2024-ზე?

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 1:4 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

მიუხედავად 4 გაშვებული გოლისა, "ჯვაროსნების" მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა, მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან არაერთხელ იხსნა.

ბრიტანული ანალიტიკური კომპანია Opta-ს ცნობით, "მამარდამ" ევრო 2024-ზე ჯამში 30 მოგერიება შეასრულა და ამით ევრო 2000-ზე იტალიის ნაკრების მეკარის ფრანჩესკო ტოლდოს შედეგი გაიმეორა.

გიორგის იგორ აკინფეევის რეკორდის გამეორებამდე სულ ცოტა დააკლდა, რუსეთის ნაკრების მეკარემ ევრო 2008-ზე ჯამში 32 მოგერიება შეასრულა, რაც 1980 წლის შემდეგ ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია.

შეგახსენებთ,
წამყვანი ესპანური გამოცემების ცნობით, გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" სულ მალე დატოვებს. "ღამურები" ქართველ კარის დარაჯს 35-40 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევა.

altესპანეთში უკვე პენალტებზე ფიქრობენ - AS მამარდაშვილის სტატისტიკაზე თერთმეტმეტრიანების სერიაში

altგიორგი მამარდაშვილი: კვარაცხელიას შეუძლია "ოქროს ბურთი" მოიგოს - ვიცით, ესპანელები პენალტებს როგორ ასრულებენ

altმამარდაშვილი FourFourTwo-მ მსოფლიოს 10 საუკეთესო მეკარეთა შორის შეიყვანა

მკითხველის კომენტარები / 11 /
საინტერესოა რა მიგვაჩნია წარმატებად და რა გვიხარია? ყველა კომპონენტში ვართ გამოკვეთილად ყველაზე სუსტი გუნდი, თითქმის ორჯერ აღვემატებით ბოლოდან მეორე ადგილოსანს. ერთადერთი რაშიც ვართ უპირობოდ პირველ ადგილას ეს არის მეკარის სეივები და რასაც მივაღწიეთ მხოლოდ ამის წყალობაა, სხვა არაფრის. უეფას სტატისტიკის მონაცემებით კარში დაგვირტყეს 29-ჯერ, ჩვენზე ნაკლებ უარეს გუნდებს აქვთ: 16, 14, 13 და ასე შემდეგ. არც მინდა დავასახელო სახიფათო შეტევების, ჩვენს წინააღმდეგ განხორციელებული პასების სიზუსტის და თუ დრიბლინგების სტატისტიკები. ყველაფერში 2ჯერ ვაგებთ, ჩვენს შემდეგ ადგილოსანთან. შევეშვათ ფანტაზიებს, მხოლოდ მეკარის თამაშით მოვედით აქამდე.
სიმენონი
01 ივლისი 2024 18:50
5
სიმონ ,,ა ნ ა ლ ი ტ ი კ ო ს ი" ხარ ¡¿¿
მამუკა
01 ივლისი 2024 20:54
0
მოედანზე 11 ფეხბურთელი გამოდის და მათ შორის პირველი ნომერი,მეკარეა!ყველა იმ იარაღს იყენებს,რომლის იმედიც სხვაზე მეტად აქვს.ჯგუფური ტურნირის საუკეთესო ბომბარდირიც ჩვენ ნაკრებში თამაშობს და ის უკვე სხვა გუნდების მეკარეებს ამწუხრებდა.
სოსო
01 ივლისი 2024 19:52
0
მესმის თქვენი ლამის ჩემპიონობა გვინდოდა მაგრამ ნუ გავიწყდებათ გუშინ ჭ კლასჭი ვთამაშობდით დღეს პლეიოფი ვითამაშეთ თანაც ესპანეთტან და ცოტა ნამეტნავს ხომარითხოვთ??? თუ დააცდით ვინც ამ საქმეს ემსახურება მჯერა ეგ დღეც მალე მოვა...
ლადო
01 ივლისი 2024 17:04
1
ე.ი გამოდის რომ საქართველოს ნაკრების დაცვა და ნახევრად დაცვა ნულია,გუნდი რომ ოთხ თამასში ამდენს საკუთარ კარში დაარტყმევინებს და სამი ამდენს კიდევ კარისკენს რაზეა საუბარი-სრული კატასტროფა, მადლობა ღმერთს გუშინ სულაც 1-9 ანდა 1-10 არ დამთავრდა, ისე როგორც ჩეხეთთან და პორტუგალიასთან, თურქეთს კი მეტ-ნაკლებათ კარგად ვეთამაშეთ დებიუტანტის თაობაზე და ღირსეულად წავაგეთ-კარგი გაგებით.... ამდენი ბაქი-ბუქის,პროპაგანდის და ეროვნული ფსიქოზის შემდეგ ასეთი უსუსური თამაში, მიუხედავად ანგარიშისა ძალიან მძიმე საყურებელი იყო, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. ჯერ კიდევ ეიფორიაში ვართ,მაგრამ ფაქტია ჯერ კიდევ ბევრი ძალიან ბევრი გვიკლია ევროზე ასეთ დონის გუდებს ტოლ-სწორად რომ ვეთამაშოთ შემხვედრ სტილში და არა მთელი გუნდით კარებში დგომით და კვარას და მიქაუტაძის კარგი გაგებით ყარაულის თოფივით გასროლის იმედათ, ასევე ვარის მოწყალებისა და მოწინააღმდეგის რომელიმე ფეხბურთელის შეცდომის ლოდინი......რეალურად ნაკრებმა კარგად ითამაშა მხოლოდ, როგორც დებიუტანტმა და მაყურებელთა სიმპატიაც ძირითადად ამითაც იყო განპიროვნებული-როგორც დებიუტანტი და როგორც ყველაზე სუსტი [ამბიცია კი ჩემპიონობა]... ვიცი ეხლა ბევრი არ დამეთანხმება,ბევრის შემაგინებს,მაგრამ დაიწყება ახალი შესარჩევი და ნახავთ ჯგუფში ტრადიციულ ადგილს რომ დავიკავებთ...ქოჩორა, ჭაკვე, კიტე, ლოჩო და ზურიკო თუ წიტე ეგ არის რაც არის, კვარას და მამარდას ძალისხმევით შეიძლება გამონათებები გქონდეს, მაგრამ არა მეტიი....ხოო კიდევ, ქვეყანა შევყარეთ მიქაუტაძე ბომბარდირიო და ფეხი არ გაანძრევინეს გუშინ,ბურთიც კი არ მიაღებინეს არა მარტო ჟორჟი... მაღალი პრესინგი და ჩვენი გუნდი.....
გიორგი
01 ივლისი 2024 16:38
4
როგორც ერთი მხრივ სასწაული შედეგია იმდენივე საზომით საშინელებაა დაცვის მხრივ მაგალითად ინგლისს მიუხედავად რო აგებდა ბოლოს დაარტყა მხოლოდ წესიერად ეს ხომ იყო დაცვის "ბრალი" რატომ არ შეიძლება მტელი დაცვა შეიცვალოს უარესს ხო ვერაფერს იზამენ არა
ნოდო
01 ივლისი 2024 13:24
4
და რა არის აქ გასაკვირი ან კარგი? მარტო ესპანეთმა 36-ჯერ დაგვირტყა კარში. რაც მეტს დაურტყამენ, უფრო მეტი სეივი დაუგროვდება გიორგის. ეს მხოლოდ გუნდის სისუსტეზე მეტყველებს. წარმატებები გიორგის. ნამდვილად უკეთეს დამცველებს იმსახურებს ნაკრებში, რომ მაგდენი არ უბრახუნონ ჩვენს კარში.
გაიგე ანზორი?
01 ივლისი 2024 13:21
4
გიორგიმ 30 მოგერიება 4 მატჩში შეასრულა, ტოლდომ და აკინფეევმა კი ევროზე 7 თამაში ითამაშეს.
არა ქოცებს და არა ნაცებს!
01 ივლისი 2024 12:03
2
იგივეს იზამდა გუგეშაშვილიც..
!!
01 ივლისი 2024 11:56
3
ვიღაცა რუს როგორ ადარებთ გიორგის..
ასეა
01 ივლისი 2024 10:59
35
რუსს კი არა,რეკორდსმენ მეკარეს შეადარეს.ეროვნების გამო ადამიანების სიძულვილს კი,ფაშისტები ნერგავენ.ამიტომ დაფიქრდი,სანამ ასეთი განცხადებით გამოხვალ.
სოსო
01 ივლისი 2024 12:14
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული