ქალთა ნაკრები ბელარუსთან და ლიეტუვასთან მატჩებისთვის ემზადება

AutoSharing Option
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება.

12 ივლისს ირის ანტმანის გუნდი თბილისში ბელარუსის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს. მატჩი "მიხეილ მესხი 2"-ზე, 20:00 საათზე გაიმართება. 16 ივლისს ჩვენი გუნდი ლიეტუვას ესტუმრება. შეხვედრა დრუსკინინკაიში, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

მოახლოებული მატჩებისთვის ირის ანტმანის გუნდი 23 ფეხბურთელით ემზადება.

მაკარე: თათია გაბუნია (კვარტალი), სვეტლანა გაბელაია (ელიტა), ეკა თაბაგარი (ლანჩხუთი)

დაცვა: მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), სოფიკო ნარსია (ლანჩხუთი), სალომე გასვიანი (კვარტალი), ნატა კვირკვაია (ნიკე-ლუსო), გვანცა ქადაგიშვილი (ლანჩხუთი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), მარიამ კაპანაძე (ლანჩხუთი),
თამარ ქველიძე (ეტლინგვაიაერი, გერმანია)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნინო პასიკაშვილი (კვარტალი), ნინო ბუხრიკიძე (ნიკე-ლუსო), თინათინ ამბალია (ლანჩხუთი), ნათია დანელია (კვარტალი), მაიკო ბებია (ნიკე-ლუსო), სალომი დიმოპულო (კვარტალი), ლიზი მწყერაშვილი (ნიკე-ლუსო), ირინა ხაბურზანია (ლანჩხუთი), ანასტასია ბოლქვაძე (კვარტალი), თეონა ბაქრაძე (ტრაბზონსპორი, თურქეთი), სოფი ხელაშვილი (ოჰაიო პრემიერი, აშშ), ანა ჩემინავა (ტრაბზონსპორი, თურქეთი)

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
მოკლედ ამ კვირაში ქარტველებ იმდენ ტურნირში იქნებიან რაღაც გამომრჩება 18 წლამდელი კალათბურთელები 7 ქალა რაგბი ეს ეროვნული იქ საკლუბო ტურნირები ახალგაზრდა ხელბურთელები :D რაგბისტების ტესტები ხოდა ევრო 2024 ჯანდაბაშიც წასულა ისედაც ვენესუელურ სერიალს უყურო ჯობია :D
ნოდო
12:45 09-07-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული