"დილას" პორტუგალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გაწვრთნის

AutoSharing Option
გორის "დილას" პორტუგალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი რიკარდო კოშტა გაწვრთნის. ამის შესახებ ინფორმაცია თავად 43 წლის სპეციალისტმა დაადასტურა.

"ახალი თავი იწყება! მზად ვარ, ეს გამოწვევა მივიღო და ერთად დიდი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ", - დაწერა კოშტამ "ინსტაგრამგვერდზე".

აქამდე რიკარდო "პორტუს" ასაკობრივ გუნდებს ავარჯიშებდა. მას პორტუგალიის ნაკრებში 22 მატჩი აქვს ჩატარებული.

შეგახსენებთ, "დილა" რამდენიმე კვირის წინ საკუთარი სურვილით ასევე პორტუგალიელმა სპეციალისტმა რუი მოტამ დატოვა და სომხური "ნოა" ჩაიბარა.

"დილა" ეროვნულ ლიგას 39 ქულით ლიდერობს და მეორეადგილოსან "ტორპედოს" 4 ქულით უსწრებს.


მკითხველის კომენტარები / 3 /
ზოგადად ნიჭი და მათ შორის მწვრთნელობის ნიჭი ნაკლებადაა დამოკიდებული გეოგრაფიასა და დროზე, მაგრამ ვფიქრობ, ქართველების ხასიათს სამხრეთ ევროპელთა, მათ შორის, პორტუგალიელ მწვრთნელთა სტილი მოუხდება - მოედნის სწრაფი გავლა, დროული გახსნა და დაბალანსებული დაცვა. სხვათაშორის რუი მოტას სტილი ძალიან მომწონდა და გუნდსაც დაატყო ხელი. ვფიქრობ, საქართველოს ნაკრებსაც დიდად წაადგებოდა. სამწუხაროა ჩვენ რომ ვერ შევინარჩუნეთ. ცხადია, რომ მწვრთნელის როლი და ფუნქციები სომხებს უფრო აქვთ გაცნობიერებული, ვიდრე ჩვენს საფეხბურთო ფუნქციონერებს.
თენგაბი
09:39 10-07-2024
0
ერთმა პორტუგალიელმა გაგვცვალა სომხებზე, აბა მეორე როგორ მოიქცევა ვნახოდ,ფეხბურთელი კარგი იყო და მწვრთნელის მოვალეობაც მაგის ნახევრადაც თუ შეასრულა უეჭველად გახდება ჩემპიონი და კიდევ ბევრს მიაღწევს.ღმერთმა ხელი მოგიმართოდ ამინ ამინ ამინ
კაკო
13:06 09-07-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული