საქართველოს ნაკრებმა ბელარუსთან დასანანი მარცხი განიცადა, მაგრამ ჯგუფიდან გასასვლელად ბრძოლას აგრძელებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქალთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, C ლიგის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ჯგუფის ერთპიროვნულ ლიდერთან, ბელარუსთან 0:2 დამარცხდა.

თავიდან ინიციატივას სტუმრები დაეუფლენ, თუმცა შუა პირველ ტაიმში მასპინძლებმა თამაში გაათანაბრეს. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და ყველაზე რეალური მომენტი შეცვლაზე შესულმა ბებიამ შექმნა, რომელიც რამდენიმე მეტოქეს დაუსხლტა, მაგრამ მის მიერ კარში დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. 86-ე წუთზე ბელარუსები შორიდან მოულოდნელი დარტყმით ალხოვიკმა დააწინაურა. ბოლოს საქართველოს ნაკრები დიდი ძალებით წინ წავიდა და სწრაფი კონტრშეტევისას მეორე გოლი გაუშვა.

ამით შეწყდა ანტმანის გუნდის ხუთმატჩიანი
წაუგებელი სერია, რომელიც 7 ქულით მეორე ადგილზეა და 16 ივლისს, ბოლო ტურში გასვლაზე ლიეტუვას დაუპირისპირდება. სწორედ ეს შეხვედრა გადაწყვეტს რომელი ნაკრები დაიკავებს ჯგუფში მეორე პოზიციას.

თბილისი. „მიხეილ მესხი 2“
საქართველო - ბელარუსი 0:2
გოლები: 0:1 ალხოვიკი (86), 0:2 ვალიუკი (90+2)

საქართველო: გაბუნია, ქადაგიშვილი, კალანდაძე, გასვიანი, ჩხარტიშვილი, პასიკაშვილი, ჩემინავა (ამბალია 82), ხაბურძანია (ბებია 61), დანელია, ბუხრიკიძე, ბაქრაძე

altსაქართველო - ბელარუსი | საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე მატჩი თბილისში

მკითხველის კომენტარები / 4 /
მეკარე ორივე გოლის დროს არადამაჯერებელი იყო, მეორე გოლზე არ უნდა გასულიყო წინ, ასე ვარდნაში
მ.მ
20:27 13-07-2024
0
ამ მწვრთნელმა აშკარად დაატყო ხელი,ნაკრებს.პროგრესი აშკარაა და დარწმუნებული ვარ,კიდევ უფრო სწრაფად გაიზრდებიან ჩვენი გოგოები.ბელორუსებთან დასანანად რომ დავმარცხდით,ეგეც უკვე საქმეა.გოგოებმაც გემო გაუგეს ფეხბურთს, გამარჯვებებს და ახლა აღარ გაჩერდებიან.
სოსო
12:58 13-07-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული