"რაც წლების წინ წარმოუდგენლად ჩანდა, ახლა შესაძლოა სასიკეთოდ შემობრუნდეს" - Geo Team-ის ინფორმაციით, იაკობიშვილი საქართველოს ნაკრებში თამაშს განიხილავს

AutoSharing Option
"ჟირონას" 20 წლის მცველმა ანტალ იაკობიშვილმა შესაძლოა, საქართველოს ნაკრებში ითამაშოს. ამის შესახებ ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.

"რაც წლების წინ წარმოუდგენელი ჩანდა, ახლა, შესაძლოა, სასიკეთოდ შემობრუნდეს და „ჟირონას“ 20 წლის ცენტრალურმა მცველმა ანტალ იაკობიშვილმა საქართველოს ნაკრების მაისურით ითამაშოს. ცხადია, ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგების შემდეგ ბევრად ნათელ ფერებში გაიხსნება გზა ჩვენი ეროვნული გუნდისთვის.

ანტალ და აარონ იაკობიშვილები ქართულ-ებრაული ოჯახის წარმომადგენლები არიან. ანტალი 20 წლისაა, ცენტრალური მცველია და გასულ სეზონში ესპანურ „ჟირონაში“ დებიუტიც ჰქონდა. აარონი "ბარსელონას" 18 წლის მეკარეა. ორივე ძმა უნგრეთის მოქალაქეა.

ანტალ იაკობიშვილი და მისი ოჯახის წევრები საქართველოს ნაკრებში თამაშის შესაძლებლობას განიხილავენ. როგორც შევიტყვე, ანტალს დაუჩივლია, კი მაგრამ, მგონი, საქართველოში არავინ მიცნობსო…

ჰოდა, მინდა, გთხოვოთ, რომ ამ პოსტის კომენტარებში მას თქვენი სათქმელი დაუტოვოთ, თუ რამხელა სიყვარულს იგრძნობს საქართველოს ნაკრების არჩევის შემთხვევაში. ის ჩვენ ძალიან გვჭირდება. შესაძლოა, ვინმემ გაიფიქროს, საქართველოს ნაკრებში თამაშს თხოვნა რად უნდაო. არა, მეგობრებო, წლების წინ ემიგრაციაში წასული ოჯახების შვილებს სწორედ ჩვენ, ხალხმა უნდა ვაგრძნობინოთ, რატომ უნდა აირჩიონ მათ საქართველოს ნაკრებში თამაში.

ამ თემატიკის პოსტს Geo Team-ი მეორედ აქვეყნებს. პირველად 2020 წლის ოქტომბერში გიორგი მიქაუტაძის შესახებ დავწერეთ და დღეს ყველას გვიყვარს ჩვენი ბომბარდირი! ანტალი რამდენიმე დღის წინ 20 წლის გახდა. ჰოდა, ანტალ, გილოცავთ დაბადების დღეს და გელოდებით საქართველოში! დაე, 21-ე დაბადების დღე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის სტატუსით გვეზეიმოს.

100%-ით დარწმუნებული ვარ, ყველა კომენტარს წაიკითხავს, მოულოდნელად, გუშინ "ინსტაგრამზე" ჩვენი გვერდის გამომწერი გახდა", – წერს Geo Team-ი.

 

alt17 წლის არონ იაკობიშვილი "ბარსელონას" განაცხადში მოხვდა

altიაკობიშვილის დებიუტი, დოვბიკის ჰეთ-თრიკი - "ჟირონამ" ლიდერობა დაიბრუნა [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 57 /
ებრაელებმა ქრისტე ვერ დააფასეთ და ფეხბურთელს დააფასებთ?
ნიკა
11:26 06-08-2024
0
ანტალ გელოდებით ძაან გვეყვარები და დაგაფასებთ!!! აირჩიე საქართველო და წინ ბევრი წარმატება გველოდება!!!
zviadi
20:39 16-07-2024
0

სიახლეები პოპულარული