"რაც წლების წინ წარმოუდგენელი ჩანდა, ახლა, შესაძლოა, სასიკეთოდ შემობრუნდეს და „ჟირონას“ 20 წლის ცენტრალურმა მცველმა ანტალ იაკობიშვილმა საქართველოს ნაკრების მაისურით ითამაშოს. ცხადია, ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგების შემდეგ ბევრად ნათელ ფერებში გაიხსნება გზა ჩვენი ეროვნული გუნდისთვის.
ანტალ და აარონ იაკობიშვილები ქართულ-ებრაული ოჯახის წარმომადგენლები არიან. ანტალი 20 წლისაა, ცენტრალური მცველია და გასულ სეზონში ესპანურ „ჟირონაში“ დებიუტიც ჰქონდა. აარონი "ბარსელონას" 18 წლის მეკარეა. ორივე ძმა უნგრეთის მოქალაქეა.
ჰოდა, მინდა, გთხოვოთ, რომ ამ პოსტის კომენტარებში მას თქვენი სათქმელი დაუტოვოთ, თუ რამხელა სიყვარულს იგრძნობს საქართველოს ნაკრების არჩევის შემთხვევაში. ის ჩვენ ძალიან გვჭირდება. შესაძლოა, ვინმემ გაიფიქროს, საქართველოს ნაკრებში თამაშს თხოვნა რად უნდაო. არა, მეგობრებო, წლების წინ ემიგრაციაში წასული ოჯახების შვილებს სწორედ ჩვენ, ხალხმა უნდა ვაგრძნობინოთ, რატომ უნდა აირჩიონ მათ საქართველოს ნაკრებში თამაში.
ამ თემატიკის პოსტს Geo Team-ი მეორედ აქვეყნებს. პირველად 2020 წლის ოქტომბერში გიორგი მიქაუტაძის შესახებ დავწერეთ და დღეს ყველას გვიყვარს ჩვენი ბომბარდირი! ანტალი რამდენიმე დღის წინ 20 წლის გახდა. ჰოდა, ანტალ, გილოცავთ დაბადების დღეს და გელოდებით საქართველოში! დაე, 21-ე დაბადების დღე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის სტატუსით გვეზეიმოს.
100%-ით დარწმუნებული ვარ, ყველა კომენტარს წაიკითხავს, მოულოდნელად, გუშინ "ინსტაგრამზე" ჩვენი გვერდის გამომწერი გახდა", – წერს Geo Team-ი.
17 წლის არონ იაკობიშვილი "ბარსელონას" განაცხადში მოხვდა
იაკობიშვილის დებიუტი, დოვბიკის ჰეთ-თრიკი - "ჟირონამ" ლიდერობა დაიბრუნა [VIDEO]