21:57 16-07-2024
ისტორიული წარმატება - საქართველოს ნაკრებმა ლიეტუვას სტუმრად სძლია და პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]
AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ბევრს უტევდა, განსაკუთრებით, მეორე ტაიმში. ბებიას და დანელიას დარტყმული ბურთები მეკარე შეშკუტემ მოიგერია. 86-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში ბაქრაძე მცველმა იონუშაიტემ წააქცია და ბებიამ პენალტით გოლი გაიტანა. 95-ე წუთზე პირისპირ გასულ მასპინძელთა თავდამსხმელს მეკარე გაბუნიამ არ გაატანინა და გავიმარჯვეთ.
ქალთა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი 10 ქულით, მეორე ადგილზე დაასრულა და C ლიგის სამ საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის მოხვდა.
ორრაუნდიანი პლეი-ოფის მატჩები შემოდგომაზე გაიმართება. პლეი-ოფის ფარგლებში ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის A, B და C ლიგის 28 გუნდი ევროპის ჩემპიონატის 7 საგზურისთვის იბრძოლებს.
დრუსკინინკაი. „სპორტ კომპლექსი“
ლიეტუვა - საქართველო 0:1
გოლი: ბებია (88, პენ)
საქართველო: გაბუნია, ქადაგიშვილი, კალანდაძე, გასვიანი, ჩხარტიშვილი, პასიკაშვილი, ჩემინავა, ხაბურძანია (ბუხრიკიძე 46), დანელია, ბებია, ბაქრაძე (ნარსია 90+2)
მკითხველის კომენტარები / 25 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ლაიქზე 200 ლ, დადებით შეფასებაზე - 300 ლ (თუ ქოცებსაც გარევთ საქმეში, +500ლ)
7
18
მაპატიეთ და - ბაქრაძეს ბარემ ულვაშებიც გაუკეთეთ.
6
42
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული