საქართველო - ანდორა | ერთა ლიგის პირველი ტურის მატჩი

AutoSharing Option
21 თებერვალს, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის პირველი ტურის მატჩს გამართავს.

ირის ანტმანის გუნდი, მიხეილ მესხი 2-ზე ანდორას უმასპინძლებს. მატჩამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს ნაკრებმა დასკვნითი ვარჯიში შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე გამართა.

საქართველო - ანდორას მატჩი 19:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ. გულშემატკივართა დასწრება თავისუფალია.

საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: თათია გაბუნია (ლანჩხუთი), ეკა თაბაგარი (სამეგრელო, ჩხოროწყუ), სვეტლანა გაბელაია (ნიკე-ლუსო, თბილისი)

დაცვა: გვანცა ქადაგიშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი), მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), სოფო ნარსია (ნიკე-ლუსო,
თბილისი), სალომე გასვიანი (ნიკე-ლუსო, თბილისი), თამარ ქველიძე (ეტლინგვაიერი, გერმანია), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), ელენე ბოლქვაძე (ბათუმი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ირინა ხაბურზანია (ნიკე-ლუსო, თბილისი), ნინო პასიკაშვილი (კვარტალი, თბილისი), ნათია დანელია (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), ლიზი მწყერაშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი), ტატიანა მატვეევა (ლანჩხუთი), ანი აკობიძე (ლანჩხუთი), ანანო წიქარიძე (ლანჩხუთი), კესო მეტონიძე (რაჭა, ამბროლაური) მაიკო ბებია (იუქსექოვასპორი, თურქეთი), ლიზი კანკია (კვარტალი, თბილისი), თინათინ ამბალია (კვარტალი, თბილისი), ნინი ბუხრიკიძე (ნიკე-ლუსო, თბილისი), თეონა ბაქრაძე (ნიკე-ლუსო, თბილისი)

2025 წლის ერთა ლიგის C ლიგის გათამაშებაში საქართველოს ნაკრები მეორე ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ანდორას, კვიპროსს და მალტას დაუპირისპირდება. C ლიგა ექვსი ჯგუფისგან შედგება და B ლიგის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულები მოიპოვებენ. დაწინაურების დამატებით შანსს მიიღებს ორი საუკეთესო მეორეადგილოსანი, რომლებიც პლეი-ოფში B ლიგის მესამეადგილოსნებს დაუპირისპირდებიან.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული