ისტორიული წარმატება - საქართველოს ნაკრებმა ლიეტუვას სტუმრად სძლია და პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქალთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, C ლიგის ბოლო, მეექვსე ტურში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე ლიეტუვა 1:0 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრები ბევრს უტევდა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, ბებიას და დანელიას დარტყმული ბურთები მეკარე შეშკუტემ მოიგერია. 86-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში ბაქრაძე მცველმა იონუშაიტემ  წააქცია და ბებიამ პენალტით გოლი გაიტანა. 95-ე წუთზე პირისპირ გასულ მასპინძელთა თავდამსხმელს მეკარე გაბუნიამ არ გაატანინა და გავიმარჯვეთ.

ქალთა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი 10 ქულით, მეორე ადგილზე დაასრულა და C ლიგის სამ საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის მოხვდა.

ორრაუნდიანი პლეი-ოფის მატჩები შემოდგომაზე გაიმართება. პლეი-ოფის ფარგლებში ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის A, B და
C ლიგის 28 გუნდი ევროპის ჩემპიონატის 7 საგზურისთვის იბრძოლებს.

დრუსკინინკაი. „სპორტ კომპლექსი“

ლიეტუვა - საქართველო 0:1
გოლი: ბებია (88, პენ)

საქართველო: გაბუნია, ქადაგიშვილი, კალანდაძე, გასვიანი, ჩხარტიშვილი, პასიკაშვილი, ჩემინავა, ხაბურძანია (ბუხრიკიძე 46), დანელია, ბებია, ბაქრაძე (ნარსია 90+2)

მკითხველის კომენტარები / 14 /
ბურთის დევნა არ არის ქართველი ქალის საქმე,ქართველმა ქალმა ბავშვები უნდა გააჩინონ და გაუზარდონ ქვეყანას,როგორც საუკუნეების მანძილზე იყო. მესმის,ეს არაპოპულარული აზრია,რაც ჩვენს დემოგრაფიულ სიტუაციაზეც აისახა უკვე და გაერომ უკვე შეგვიყვანა მომაკვდავი ერების სიაში.როგორც ამბობენ,2050 წლისთვის მილიონზე ცოტა მეტნი ვიქნებით,ხოლო 2100 წელს უკვე დინოზავრები,ამიტომაც საჭიროა ყველამ თავისი გააკეთოს და თან ისიამოვნოს. მესმის რო ძნელია ქალებისთვის მშობიარობის პროცესი,თუმცა ღმერთმა ასე მოაწყო და ხო ვერ შევეწინააღმდეგებით. ასევე,კარგი იქნება თუ ქართველები დაბრუნდებიან ქვეყანაში და აქ გააჩენენ და გაზრდიან ბავშვებს,აქ მიიღებენ ეკონომიკურ პროცესებში მონაწილეობას. ფული და ჩიტის რძე კარგია,მარა პაწა გაიჭირვეთ და აქ ავაშენოთ განვიტარებული ქვეყანა.აბა,ქართველი თუ აღარ დარჩა აქ,ვისთან ერთად ავაშენო ქვეყანა,ინდოელთან,რუსთან თუ აფრიკელთან,რომელთან? რაღაცის გამკეთებლები რო იყვნენ,თავისას ააშენებდნენ და აქ არ იქნებოდნენ. უნდა მოვეშვათ ცანცარს ერი და ვიფიქროთ რეალურად. სანამ ფეხბურთს თამაშობენ და არ გათხოვილან,წარმატებები გოგონებს და ფლეიოფის მოგება,თუ ვთამაშობთ და ბურთს ვაგორებთ,ბარემ წარმატებულად გავაგოროთ.
იასონას უდარი
06:15 17-07-2024
1
მადლობა მაიკო ბებია✊))
გიუშა
01:08 17-07-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული