ისტორიული წარმატება - საქართველოს ნაკრებმა ლიეტუვას სტუმრად სძლია და პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქალთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, C ლიგის ბოლო, მეექვსე ტურში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე ლიეტუვა 1:0 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრები ბევრს უტევდა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, ბებიას და დანელიას დარტყმული ბურთები მეკარე შეშკუტემ მოიგერია. 86-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში ბაქრაძე მცველმა იონუშაიტემ  წააქცია და ბებიამ პენალტით გოლი გაიტანა. 95-ე წუთზე პირისპირ გასულ მასპინძელთა თავდამსხმელს მეკარე გაბუნიამ არ გაატანინა და გავიმარჯვეთ.

ქალთა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი 10 ქულით, მეორე ადგილზე დაასრულა და C ლიგის სამ საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის მოხვდა.

ორრაუნდიანი პლეი-ოფის მატჩები შემოდგომაზე გაიმართება. პლეი-ოფის ფარგლებში ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის A, B და
C ლიგის 28 გუნდი ევროპის ჩემპიონატის 7 საგზურისთვის იბრძოლებს.

დრუსკინინკაი. „სპორტ კომპლექსი“

ლიეტუვა - საქართველო 0:1
გოლი: ბებია (88, პენ)

საქართველო: გაბუნია, ქადაგიშვილი, კალანდაძე, გასვიანი, ჩხარტიშვილი, პასიკაშვილი, ჩემინავა, ხაბურძანია (ბუხრიკიძე 46), დანელია, ბებია, ბაქრაძე (ნარსია 90+2)

მკითხველის კომენტარები / 16 /
ყველას თავისი აზრი აქვს. და გემოვნება
მაგრამ მითხარით მოგწონთ ეს ამათი წიქვინი და კივილი?
ფეხბურთი არაა ქალის სპორტის სახეობა, არ უხდება და არც გამოსდით
ქალი უნდა იყოს ქალი
25
მადლობა კობის და მის პროფესიონალურ გუნდს!
Რერო
07:30 17-07-2024
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული