აჭარულმა გუნდმა გასვლაზე 1:3 წაგების შემდეგ, სახლში თავიდანვე აქტიურად შეუტია და მამუჩაშვილმა მცველისგან რიკოშეტით პადტის კარი დალაშქრა. მერე მამუჩაშვილის 100%-იანი გოლი ხორვატმა მსაჯმა დარიო ბელმა რატომღაც არ ჩათვალა. ბათუმელებმა ზეწოლა გააგრძელეს, ღუდუშუაურმა მეკარისთვის ბურთის თავზე გადაგდება სცადა და ოდნავ ააცილა მიზანს. ცოტა ხანში კი ბლესას დარტრყმული ბურთი მეკარისგან ძელს მოხვდა. აქედან მოყოლებული თამაში გათანაბრდა და სტუმრებს კარგი შანსი მიეცათ, როდესაც მათი თავდამსხმელის, ტაკპეტეის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა.
მეორე ტაიმში თამაში ორმხრივი იერიშებით მიმდინარეობდა, ღუდუშაურს გატანა მეკარემ არ დაანება. ბულგარული გუნდის ფეხბურთელები უხეშობას არ ერიდებოდნენ, რამდენიმე ყვითელი ბარათი მიიღეს და პაუზებით ტემპს აგდებედნენ. 87-ე წუთზე გომისის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, ბოლოს ხარაბაძეს და გომისს პადტმა არ გაატანინა და დაპირისპირება 1:0 დასრულდა.
დემჩენკოს გუნდი ასპარეზობას კონფერენს ლიგაზე გააგრძელებს და მონტენეგროს "დეჩიჩს" შეხვდება - 25 ივლისს სახლში, ხოლო 1-ელ აგვისტოს სტუმრად.
ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
დინამო (ბთ) - ლუდოგორეცი 1:0
გოლი: მამუჩაშვილი (3)
დინამო (ბთ): სილვა, ჩიტეიშვილი (მალი 46), კობახიძე, ხარაბაძე, სილვა, სანტოსი, ვიქტორი (მარა 63), მამუჩაშვილი, ღუდუშაური (ფაჩულია 90), გომისი, ბლესა (ტამბედუ 72)
მსაჯის ბრალი არ არის ხელსაყრელი სიტუაციიდან კარში კარგად დარტყმა თუ არ გამოგივიდა და ტრადიციული ქართული სენი რომ გჭირთ "უკეთეს პოზიციაში მყოფი პარტნიორი ვერ დაინახეთ".
მსგავსი რამ ზედმეტმა ჟინმა იცის და ემოციების კონტროლია საჭირო.
ლუდოგორეცთან გასვლაზე ასეთივე ჟინით რომ გვეთამაშა მესამე ბურთის დროს ცოცხალ კედელში მდგომი ფეხბურთელი გვერზე არ გაიწეოდა და ბურთს არ გაატარებდა (ვიდეო გამეორებაზე კარგად გამოჩნდა) და ახლა ვინ გავიდოდა შემდეგ ეტაპზე ვერავინ იტყოდა.
მთავარია ბრძოლა გააგრძელეთ, ჟინი კარგია ოღონდ ზედმეტი არ მოგივიდეთ (მაგან ყვითელ/წითელი ბარათებიც იცის).
კოეფიციენტში საქართველოს 0.250 ქულა მოგვემატა, ახლა კონფერენც ლიგაზე მინიმუმ ამდენივე დაამატეთ და შემდეგ ეტაპზე გადით და მერე ვნახოთ ვინ შეგვხვდება მაგის მიხედვით წამოგიყენებთ ახალ მოთხოვნებს :)