"ბათუმში ხელჩართული ჩხუბი იყო და "ლუდოგორეცის" ფეხბურთელები სასწაულად გადარჩნენ" - ბულგარული მედია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ბათუმის „დინამომ“ საკუთარ მოედანზე „ლუდოგორეცს“ 1:0 სძლია, მაგრამ ორი შეხვედრის ჯამში დამარცხდა. ბულგარული მედია იტყობინება, რომ თამაშის დასრულების შემდეგ საშინელ სცენებს და შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი.

sportal.bg-ი წერს, რომ ხელჩართული ჩხუბი გაიმართა და მათი ფეხბურთელები სასწაულად გადარჩნენ. კერძოდ აღნიშნილია, რომ მეკარე სერჟიო პადტზე იმის გამო გაბრაზრდნენ, რომ არაერთხელ გადაარჩინა თავისი გუნდი და ამიტომ ბოთლები ესროლეს. არაფერია ნათქვამი ნიდერლანდელის მიერ დროის გაყვანასა და გულშემატკივართა პროვოცირებაზე.

Sportall.Ge

გამოცემა იტყობინება, რომ საფინალო სასტვენისთანავე მოედანზე ფანატი გადახტა, რომელმაც "ლუდოგორეცის"
მოთამაშეებზე შურისძიება სცადა, ის იქაურობას გაარიდეს, მაგრამ ჩხუბი გუნდებს შორის დაიწყო, რომლებიც გააშველეს.

trud.bg-ის მტკიცებით, ქართველი ქომაგები მატჩის შედეგით უკმაყოფილოები დარჩნენ, მათ ფეხბურთელებს თავს დაესხნენ, გვირაბში კი "დინამოს" ერთ-ერთმა მოთამაშემ მოწინააღმდეგეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა მას პასუხი გასცეს და მოსალოდნელია, რომ უეფა საქართველოს ჩემპიონს მკაცრად დასჯის.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ამ ბათუმის დინამოს ხო შეიძლება ვინმემ ჭკუა ასწავლოს? საქართველოს ჩემპიონატში ევროტურნირებზე შეიძლება სულ ესენი ჩხუბობდნენ? ფუ რა მარაზმი თავის მომჭრელი გუნდია რა. იმენა ბანდაა უფროსებიან ფეხბურთელებიანად რა.
kesha
08:57 18-07-2024
2
Პირველად მომეწონა შენი კომენტარი.მგელს მგლობა ერქვა ტურამ ქვეყანა ამოაგდოო...ბათუმი ფაქტიურად გათურქებულია თავის სარწმუნოებიანად.
Იასონას
08:02 18-07-2024
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული