"ბათუმში ხელჩართული ჩხუბი იყო და "ლუდოგორეცის" ფეხბურთელები სასწაულად გადარჩნენ" - ბულგარული მედია

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ბათუმის „დინამომ“ საკუთარ მოედანზე „ლუდოგორეცს“ 1:0 სძლია, მაგრამ ორი შეხვედრის ჯამში დამარცხდა. ბულგარული მედია იტყობინება, რომ თამაშის დასრულების შემდეგ საშინელ სცენებს და შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი.

sportal.bg-ი წერს, რომ ხელჩართული ჩხუბი გაიმართა და მათი ფეხბურთელები სასწაულად გადარჩნენ. კერძოდ აღნიშნილია, რომ მეკარე სერჟიო პადტზე იმის გამო გაბრაზრდნენ, რომ არაერთხელ გადაარჩინა თავისი გუნდი და ამიტომ ბოთლები ესროლეს. არაფერია ნათქვამი ნიდერლანდელის მიერ დროის გაყვანასა და გულშემატკივართა პროვოცირებაზე.

Sportall.Ge

გამოცემა იტყობინება, რომ საფინალო სასტვენისთანავე მოედანზე ფანატი გადახტა, რომელმაც "ლუდოგორეცის"
მოთამაშეებზე შურისძიება სცადა, ის იქაურობას გაარიდეს, მაგრამ ჩხუბი გუნდებს შორის დაიწყო, რომლებიც გააშველეს.

trud.bg-ის მტკიცებით, ქართველი ქომაგები მატჩის შედეგით უკმაყოფილოები დარჩნენ, მათ ფეხბურთელებს თავს დაესხნენ, გვირაბში კი "დინამოს" ერთ-ერთმა მოთამაშემ მოწინააღმდეგეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა მას პასუხი გასცეს და მოსალოდნელია, რომ უეფა საქართველოს ჩემპიონს მკაცრად დასჯის.

მკითხველის კომენტარები / 2 /
შეიძლება არავის მოსწონს სიმართლე,თუმცა თურქეთში ხშირი სიარული არ ადგება ბათუმლებს,დროა ცივილიზაციას დაუბრუნდნენ. ბოთლების სროლის მომენტი პირდაპირ ეთერში ვნახე,მერე რა მოხდა,არ ვიცი და წესით ტყუილს არავინ დააბრალებდათ.ისედაც ორი ლარი იშოვეს ამ შეჯიბრში მონაწილეობისთვის და იმასაც უეფას დაუბრუნებენ უკან.ისე გუნდის მფლობელიც კაი ხეპრე ტიპია და ფანებზე რა უნდა თქვა,გათურქებულ ქართველზე უფრო ცუდი მხოლოდ გარუსებული ქართველია.ამდენი ერი და ქვეყანა არის მსოფლიოში,შენი არ გინდა,ეს გავიგეთ,მარა რაღა თურქებს ირჩევ... ისე მისახედია ამ ამბავისთვის და დასაბრუნებლები არიან ეს ხალხი საქართველოსთვის. ყველა რუსეთზე არის გადართული,თუმცა ჩუმი ოკუპაცია მიდის აჭარის რეგიონის.
იასონას უდარი
04:11 18-07-2024
3
არაა მთლად ეგრეც საქმე , მოვიდეს ვინც გინდა და ფული ჩადოს ნებისმიერ სფეროში , რაც უფრო მეტად კონკურენცია იქნება მით
მეტი დივიდენტი ჩვენ , ერს ქვეყქნას...
ბათუმის დინამო 007
04:22 18-07-2024
1

სიახლეები პოპულარული