კაცნაკლული თბილისის "დინამო" "მორნარს" დაუზავდა და გათამაშებას გამოეთიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი თბილისის „დინამოსა“ და „მორნარს“ შორის 1:1 დასრულდა და ქართული გუნდი გათამაშებას გამოეთიშა.

მეცხრამეტე წუთზე ბოლო იმედის ჯარიმის გამო მსაჯმა უგრეხელიძე გააძევა და მასპინძლები, რომლებსაც პირველი შეხვედრა 1:2 ჰქონდათ წაგებული, მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდნენ. მიუხედავად რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენისა, „დინამო“ ოქრიაშვილის წინამძღოლობით განუწყვეტლივ უტევდა და სხირტლაძის აქტიური მოქმედების შედეგად 16 წლის სალიამ პოპოვიჩის კარი დალაშქრა.

შესვენების შემდეგ ზორიჩმა საიმონისგან რიკოშეტით ანგარიში გაათანაბრა და გოლი ტრიბუნებთან მირბენით და გულშემტკივრების მიმართ გამაღიზიანებელი ჟესტით აღნიშნა. ფელდჰოფერის შეგირდები შეტევაზე გადავიდნენ და
ხვადაგიანის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. მეტოქეს გაუთავებელი პაუზებით გაჰყავდა დრო და მიზანსაც მიაღწია.

თბილისი. „მიხეილ მესხი“
დინამო (თბ) - მორნარი 1:1
გოლები: 1:0 სალია (32), 1:1 ზორიჩი (57)
გაძევება: უგრეხელიძე (19)

დინამო (თბ): მაქაცარია, უგრეხელიძე, კალანდაძე, ხვდაგიანი, ბაგრატიონი, ოსიყმაშვილი (სამუშია 82), საიმონი (ლომინაძე 82), სალია (ცეცხლაძე 57), სანტისი (კადეტე 57), ოქრიაშვილი, სხირტლაძე (იობაშვილი (70)

alt1:2 "მორნართან". ფრესთანაც ახლოს ვიყავით - თბილისის "დინამოს" მომდევნო ეტაპზე გასვლა შეუძლია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 75 /
დოლიძე ფიფიას ხიხოს ეძახის.
ასეა
11:09 19-07-2024
0
რომელ ბიუჯეტზე ვლაპარაკობთ როცა მორნარის მწვრთნელი ლაპარაკობს ჩვენზე 10 ჯერ 20ჯერ თუ 50 ჯერ მეტი აქვთო კაცი სიხარულისგან დაფრინავდა. ვერ მომინელებია ეს კლასვიკი რა და რა ვქნა. არ მგონია მასაც სასწაული ქონდეს მაგრამ სწორდ მუშაობენ. მაგრამ ამის დანახვა არ ჭირდება ამ არაკაცს. როგორ დავიჯერო რომ ამ გუნდის ფეხბურთელები ნიჭით ქართველებს ჯობია.
ერთადერთი რაც არის მოსათხოვი ის რომ ან სახელი იყიდოს ვინმემ დი ნა მო ან ჩამოართვან. ეს მეორე ვარიანტი მაინც არ გამოვა ბიზნესისი ჩარევასთან ასოცირდება ადრე იყო კლუბი თბილისის დინამო ეს მაინც აღადგინეთ. გააუქმეთ სტდიონის და ბაზის 40 წლიანი იჯარა. აღადგინეთ ძველი სათამაშო ფორმები და დავისვენებთ ყველა.გაიკეთოს მერე აკადემია ერთადგილას
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული