1:2 "მორნართან". ფრესთანაც ახლოს ვიყავით - თბილისის "დინამოს" მომდევნო ეტაპზე გასვლა შეუძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისის „დინამო“ გასვლაზე „მორნართან“ 1:2 დამარცხდა.

სტუმრებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს, რის შემდეგაც ორი გოლი გაუშვეს. ჯერ დურიშიჩმა საჯარიმოდან 30 მეტრიდან გაიტანა, მერე კი დაცვის ცენტრის შეცდომის შედეგად ვუშუროვიჩი მეკარე მაქაცარიასთან პირისპირ გავიდა და შანსი ხელიდან არ გაუშვა. მეორე ტაიმში „დინამო“ უპირატესობას დაეუფლა, შეცვლაზე შესულმა სხირტლაძემ და სამუშიამ თამაში გაამწვავეს. 84-ე წუთზე ხვადაგიანთან უხეშობისთვის მსაჯმა პირდაპირი ბარათით მონტენეგროელი სერატლიჩი გააძევა. მერე მეტოქის საჯარიმოში წაქცევისთვის არბიტრმა პენალტი არ დანიშნა, კომპენსირებულ  დროში კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს უგრეხელიძემ მეტოქის
კარში მიუჩინა ადგილი, ბოლოს ხვადაგიანმა ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა და შეხვედრაც დასრულდა.

საპასუხო დაპირისპირება 18 ივლისს ჩატარდება და ანგარიშიდან და მოწინააღმდეგის დონიდან გამომდინარე, ფელდჰოფერის ახალგაზრდულ გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლის ურიგო შანსი როდი აქვს.

პოდგორიცა. „DG არენა“
მორნარი - დინამო (თბ) 2:1
გოლები: 1:0 დურიშიჩი (20), 2:0 ვუშუროვიჩი (22), 2:1 უგრეხელიძე (90+4)
გაძევება: სერატლიჩი (84, მორნარი)

დინამო (თბ): მაქაცარია, კალანდაძე, ხვადაგიანი, ხარებაშვილი (ბაგრატიონი 81), სანტისი, ოსიყმაშვილი (მოისწრაფიშვილი 70), ლომინაძე (სხირტლაძე 46), სიმონი, უგრეხელიძე, ცეცხლაძე (სამუშია 46), სალია (იობაშვილი 70)

altკლასი და უკლასობა, შიში თბილისის "დინამოს" მიმართ და მთავარი სიახლე სახო - ქართული კლუბები ევროტურნირებზე

მკითხველის კომენტარები / 31 /
Ra pontshi gamodis orive dinamo vinmem icis?
Levani
13:55 12-07-2024
5
მართალია წაგეს მგრამ ბოლომდე იბრძოლოს და გოლიც გაიტანეს რაც მნიშვნელოვანია რომ არ დანებდნენ
ნიკა
12:49 12-07-2024
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული