"ტორპედომ სტუმრად "ტირანას" მოუგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „ტორპედომ“ გასვლაზე „ტირანა“ 1:0 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

სტუმრები დებიუტში იონსენმა დააწინაურა, რის შემდეგაც მასპინძლები უპირატესობას დაეუფლენ, რამდენიმე მომენტი შექმნეს, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იყო მეკარე კლიაიჩი. მეორე ტაიმში „ტორპედომ“ თამაში გამოასწორა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბურთი დაიჭირა. ბოლოს ალბანური გუნდი შეტევაზე გადავიდა, დუბლის შესრულება კი იონსენს შეეძლო, რომელსაც კონტრიერიშისას მეკარე სელმანიმ არ გაატანინა და ქუთაისურმა კლუბმა 1:0 გაიმარჯვა.

"ტორპედო" მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსის "ომონიას" დაუპირისპირდება.

ელბასანი. „ელბასან არენა“
ტირანა - ტორპედო 0:1
გოლი:
იონსენი (2)

ტორპედო: კლიაიჩი, ნადარაია, მჭედლიშვილი, სანდოხაძე, აურო (ბიძინაშვილი 61), მონტეირო, ელიტონი (შერგელაშვილი 72), გიგაური (მანჯგალაძე 86), ნინკოვიჩი, პირესი, იონსენი

altორი განსხვავებული ტაიმი - "ტორპედო" "ტირანასთან" ფრეს დასჯერდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 9 /
არ ვიცი, მეჩვენება თუ თქვენც გრჩებათ ესეთი შთაბეჭდილება ტორპედო ძალიან ჰგავს შოტლანდიის ჩემპიონატის უნიათო გუნდებს (ღმერთმა დამიფაროს სელტიკს და რეინჯერსს არ ვგულისხმობ), აი დანდი, დანდი იუნაიტედი, ჰართსი, სენტ ჯონსონი, ჰიბერნიანსი და ა.შ. კრეატივი ნული, ბურთს აგორებენ (ამ დონის მეტოქეს ნუ კლასით მაინც ჯობიან) თუმცა მერე რა უნდა გააკეთონ არ იციან. კრეატივი ნულიიიიიიი, თქვე კაი ხალხო როცა იონსენი გყავთ ცენტრ ფორვარდად, ამდენი გორების მერე ის მაინც შეძელით რომ ფლანგიდან ჩააწოდოთ რომ თავით ან შეაგდოს ან დააგდოს, მეორე თუ ბურთს მოწინააღმდეგეს აძლევ და დაცვაში დგები, იონსენის გარდა ხომ უნდა გყავდეთ გამექცევი ფორვარდი, ეს კაცი მიუხედავად იმისა რომ დღევანდელ ტორპედოში ყველაზე კლასნია, თავისი ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე წარმოუდგენელია სწრაფად გაიქცეს და ან რას აწვალებთ, ან თქვენ რას წვალობთ. მოკლედ ფული თითქოს იხარჯება, არც ფეხბურთელები არიან მთლად წყალწაღებული, მაგრამ სწორედ ამ კრეატიულობის არ ქონის გამო "სვარკის" ყურება ჯობია ტორპედოს თამაშის ყურებას.
ტიტე
00:35 19-07-2024
1
გეცოდება კი არა გასატყებია ორჯერ, როგორი პასი არ გააკეთა.
ილარიონას
00:26 19-07-2024
0

სიახლეები პოპულარული