საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ნაკრები A დივიზიონში გადავიდა

AutoSharing Option
საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ნაკრები ევრო ლიგის ა დივიზიონში გადავიდა.

17 ივლისს, ლატვიასთან გამარჯვების (6:1) შემდეგ, ბათუმში მიმდინარე ქვიშის ფეხბურთის ევროლიგის B დივიზიონის გათამაშების მეორე ტურში, ჩვენი გუნდი უნგრეთის ნაკრებთან დაძაბულ ბრძოლაში 4:5 დამარცხდა. ჯგუფური ეტაპი სამივე გუნდმა 3 ქულით დაასრულა, თუმცა ბურთების უკეთესი სხვაობით, ჯგუფში პირველი ადგილი და A დივიზიონის საგზური საქართველოს ნაკრებმა მოიპოვა.

უნგრეთთან შეხვედრაში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გოლები გოჩა მახარაძემ და ვაჟა ივანიაძემ გაიტანეს, ლევან ფარტენაძემ კი, დუბლი შეასრულა.

ბათუმის საერთაშორისო თასზე 20 ივლისიდან პლეი-ოფის მატჩები გაიმართება. ნახევარფინალში
საქართველოს ნაკრების მეტოქე არაბთა გაერთიანებული საამიროების გუნდი იქნება. მატჩი ბათუმის ახალ ქვიშის არენაზე 20:30 საათზე დაიწყება.

GFF.GE
მკითხველის კომენტარები / 3 /
როგორაც არ უნდა იყო განწყობილი, ფაქტია - ფეხბურთის ფედერაციას შედეგები აქვს, ლევან კობიაშვილი როგორი კარგი ფეხბურთელი იყო, ისევე კარგად მუშაობს
არჩი
10:24 20-07-2024
5
ყველაფერს სპორტი დაარქვეს უკვე
ნიკა
08:42 20-07-2024
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული