საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ნაკრები მესამე ადგილისთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ნაკრები ბათუმის საერთაშორისო თასზე მესამე ადგილისთვის იბრძოლებს.

ნახევარფინალურ შეხვედრაში ჩვენი გუნდი არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაკრებთან დაძაბულ ბრძოლაში, 5:6 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გოლები გოჩა მახარაძემ (2:), ხვიჩა მახარაძემ, გიორგი ჟორდანიამ და გიორგი დიაკვნიშვილმა გაიტანეს.

ბათუმში მიმდინარე ქვიშის ფეხბურთის საერთაშორისო ტურნირი 21 ივლისს დასრულდება. საქართველოს ნაკრები მესამე ადგილისთვის მატჩი ლატვიას, 19:00 საათზე დაუპირისპირდება. ფინალური შეხვედრა 20:30 საათზე, უკრაინის და არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაკრებებს შორის შედგება.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში მიმდინარე გათამაშების ფარგლებში, საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ნაკრები ევროლიგის A დივიზიონში
დაწინაურდა.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული