კატასტროფა - ბათუმის "დინამო" სახლში "დეჩიჩთან" 0:2 დამარცხდა... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ბათუმის „დინამო“ საკუთარ მოედანზე „დეჩიჩთან“ 0:2 დამარცხდა.

მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, პირველ ტაიმში ბევრს უტევდნენ, მომენტებიც ჰქონდათ, მაგრამ გომისმა გატანა ვერ შეძლო. მეორე ტაიმში აჭარული გუნდის იერიშები გაგრძელდა, ვიქტორის თავური მიზანს ასცდა, სტუმრებმა კი პირველივე შანსები გამოიყენეს - ჯერ შეცვლაზე შესულმა კამაიმ თავით დალაშქრა სილვას კარი, შემდეგ კი - სტრიკოვიჩმა. კომპენსირებულ დროში ტამბედუს დარტყმული ბურთი მეკარე ნიკიჩმა მოიგერია და ბათუმის "დინამომ" მარცხი განიცადა.

საპასუხო შეხვედრა 30 ივლისს გაიმართება.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
დინამო (ბთ) -
დეჩიჩი 0:2

გოლები: 0:1 კამაი (62), 0:2 სტრიკოვიჩი (67)

დინამო (ბთ): რ. სილვა, ჩიტეიშვილი (მალი 76), კობახიძე, ხარაბაძე, ვ. სილვა, სანტოსი, ვიქტორი, მამუჩაშვილი, გომისი, ღუდუშაური (ტამბედუ 66), ბლესა (მუჯირი 76)

alt"ეს "დინამოს" წინააღმდეგ აუცილებლად გამოგვადგება... "ლუდოგორეცმა" ქართული ბარიერი იღბლის წყალობით დაძლია" - რა თქვა "დეჩიჩის" მწვრთნელმა ბათუმური მატჩის წინ

მკითხველის კომენტარები / 94 /
ეს "ბათუმელი ოსიმენი" კიდე ვეინ არის ერთი ხომ ვერ დაარტყა ხეირიანად :)
bebe
16:40 25-07-2024
0
მგონი საქართველოში არცერთ გუნდა აღარ უნდა ერქვას დინამო :), უკვე ყველა სხვა ქვეყნის გუნდმა იცის რომ თუ ქართულ დინამოს (თბილისი, ბათუმი, დედოფლისწყარო თუ ნოჯიხევი...) ხვდები მაინც მოუგებ :). ძალიან სამწუხაროა რომ ასეტი დაბალი დონეა შიდა ჩემპიონატში. იმედია დღეს იბერია და ქუთაისი სასურველ შედეგ მიაღწევენ, თორემ ვუგულშემატკივრებ ისევ კლაკსვიკს და დეჩიჩს :)
bebe
16:33 25-07-2024
0

სიახლეები პოპულარული