ბათუმელთა მწვრთნელი ქართული კლუბების წარუმატებლობას ფსიქოლოგიურად ხსნის - აუტსაიდერად უკეთ ვთამაშობთ...

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ბათუმის „დინამო“ საკუთარ მოედანზე „დეჩიჩთან“ 0:2 დამარცხდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი აჭარული გუნდის მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ გააკეთა:

"მატჩი ორი ტაიმისგან შედგება. პირველ 45 წუთში გატანას ვჩქარობდით. მეორე ნახევარში ვითარება გამოვასწორეთ, თუმცა ცენტრალური ზონიდან ორი გოლი მივიღეთ...

ფსიქოლოგიაზეც მინდა ვისაუბრო. აჟიოტაჟი იგრძნობოდა, რომ მეტოქეს უკვე გავცდით. ეს საკითხი ბიჭებთან გავიარე და მეტოქის დაფასება ვთხოვე. ბევრი მომენტი შევქმენით და ვერ გავიტანეთ, სიზუსტე გვაკლდა. ცუდად ვითამაშეთ.

რაც შეეხება ქართული კლუბების მდგომარეობას, ფსიქოლოგიას დიდი მნიშვნელობა აქვს. როცა
აუტსაიდერი ვიყავით, უკეთ ვითამაშეთ. არ ვფიქრობ, რომ მათი მწვრთნელის კომენტარი, თითქოს სივრცეები შეგვიზღუდეს, სიმართლეს შეესაბამებოდეს, რადგან უამრავი საგოლე მომენტი შევქმენით.

ლევან ხარაბაძის თამაშს დადებითად შევაფასებდი, როგორც ცენტრალური მცველის და ამ მხრივ არაფრის შეცვლას არ ვაპირებ".

მკითხველის კომენტარები / 32 /
მოთამაშისგან ასეთი განმარტებები მისაღები თუ არა, გასაგებია, მაგრამ არა მწვრთნელისგან, რომელიც სწორედ იმისთვისაა მსგავს შეცდომებს ადგილი არ ჰქონდეს. შეცდომაა 'ცუდად ვითამაშეთ', სწორეა 'ცუდად მოვამზადე თამაშისთვის'. თვითკრიტიკას ეტყობა საერთოდ მოკლებულია. გეგუჩაძემ როგორ დაიწყო იმასთან სახსენებელი არც არის დინამოს თამაში.
გიორგი
16:50 25-07-2024
0
მახსოვს ვიღავამ სპორტალზე კომენტარი დაწერა. ბათუმელებო გეგუჩაძე სანატრელი გაგიხდებათო. გააფარჩაკეს ბათუმი და არა მარტო ბათუმელების, ყველას სანატრელი გახდა ის მებრძოლი გუნდი.
G.LA
16:09 25-07-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული