"იბერია 1999"-მა "პარტიზანი" დაჯაბნა და 2:0 სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „იბერია 1999“-მა საკუთარ მოედანზე „პარტიზანი“ 2:0 დაამარცხა.

მასპინძლებმა თავიდანვე სახიფათოდ შეუტიეს და მომენტები შექმნეს: ტაბატაძის მეტოქის საჯარიმოში წაქცევისთვის მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. შემდეგ მეკარე კირკომ ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი. 31-ე წუთზე კი თბილისელები თერთმეტმეტრიანით ნონიკაშვილმა დააწინაურა.

„იბერია 1999“ აშკარად სჯაბნიდა მოწინააღმდეგეს, მეტადრე ტექნიკურად, მეორე ტაიმის დასაწყისში მათმა ნახევარმცველმა რაპაიმ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ. სილამ მალე მეორე გოლი გაიტანა, რომელსაც ჯინჯოლავამ ისეთი გადაცემა გაუკეთა, ბურთის კარში შეგორებაღა დარჩა.
ცოტა ხანში სილა მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ დუბლის შესრულება ვერ შეძლო. ტირანელები უხეშობდნენ, კოხრეიძემ და სილამ ტრავმები მიიღეს და შესაცვლელები გახდნენ. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და კორღალიძის შეგირდებმა 2:0 გაიმარჯვეს.

საპასუხო შეხვედრა 1-ელ აგვისტოს გაიმართება.

თბილისი. „მიხეილ მესხი“
იბერია 1999 - პარტიზანი 2:0
გოლები: 1:0 ნონიკაშვილი (31, პენ), 2:0 სილა (57)
გაძევება: რაპაი (47, პარტიზანი)

იბერია 1999: მაკარიძე, ჯინჯოლავა, ჯგერენაია, აგიაკვა, კაპანაძე, ქარდავა, ნონიკაშვილი (დადიანი 90+7), კოხრეიძე (მამაცაშვილი 79), გ. მამაგეიშვილი (ფლორესი 90+7), ი. ტაბატაძე (გეგუჩაძე 85), სილა (სიხარულიძე 85)

altკონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები გაირკვა

მკითხველის კომენტარები / 11 /
სად გამოხტა ეს იბერია თორე კარგად მივდიოდით წაგებებით… ეს ნახევრად ხუმრობით ისე კი უკვე ძაან მიკვირს ჩვენების მოგება კი არა ფრეც კი ))
ზურიკო
01:02 26-07-2024
0
გამარჯვება რა თქმა უნდა კარგია მაგრამ გვინდა ჯგუფში შესვლა? მთელი მეორე ტაიმი კაც ნაკლული გუნდი იმდენ სივრცეს ითვისებდა რიგ ეპიზოდებში ასე მეგონა იბერია იყო კაც ნაკლული.ჩვენ უფრო ვცდილობდით დროის გაყვანას ვიდრე მეტოქე. შანსი არ აქვს ამ თამაშით იბერიას ნეტა ვცდებოდა და ასე მგონია ამ ეტაპზე დასრულდება ამ გუნდის მოღვაწეობა ასეთი თამაშათ ტირანაში. აქ უნდა გადაეწყვიტათ ყველაფერი და არ უნდა ესეირნათ მოედანზე.
ბექა
00:52 26-07-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული