
Standard Football-ი, რომელიც ფეხბურთელების რეალურ ღირებულებებს სხვადასხვა პარამეტრიდან გამომდინარე ბოლო 18 თვის განმავლობაში აფასებს - ითვალისწინებს ასაკს, ფიზიკურ ფორმას, ტრავმებისადმი მიდრეკილებას, სტაბილურობას, გამოცდილებას, ზრდის პოტენციალს და მომავალი ტრანსფერის შესაძლებლობას - დაადგინა, რომ ოსიმენის ფასი 62 მილიონია. ამის შესახებ ინფორმაცია უფროსმა ანალიტიკოსმა ალესანდრო გაზოლამ გაავრცელა. Transfermarkt-ის მიხედვით, ნიგერიელის ღირებულება 100 მილიონია.
Sky Sport-ის მტკიცებით, ოსიმენის
გაყიდვის დაუსრულებელ მოლოდინში მყოფი რომელუ ლუკაკუ ინდივიდუალურად ვარჯიშობს. მის სანაცვლოდ „ჩელსიმ“ 35 მილიონი მოითხოვა, ნეაპოლური კლუბი კი მზადაა 25 მილიონი და 5 მილიონი ბონუსების სახით გადაიხადოს.