"სენტ-ეტიენის" მწვრთნელი: როდესაც დავითაშვილს ბურთი აქვს, შეიძლება რაღაც მოხდეს

AutoSharing Option
"ვილიარეალთან" მოგებულ ამხანაგურ მატჩში (3:1) "სენტ-ეტიენის" შემტევმა ზურიკო დავითაშვილმა დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემა გააკეთა. შეხვედრის შემდეგ "სენტ-ეტიენის" მწვრთნელმა ოლივიე დალ'ოლიომ კლუბის საიტთან ისაუბრა:

"კარგად ვითამაშეთ. რაღაც დავინახეთ, თუმცა რაღაც ჯერ კიდევ გამოსასწორებელი გვაქვს. ეს მოგება კარგ სამსახურს გაგვიწევს. ბიჭები ურიგო ხასიათზე არ არიან. მათით კმაყოფილი ვარ, ვინაიდან თავიდანვე საინტერესოდ მოქმედებდნენ.

დავითაშვილი მაღალი კლასის მოთამაშეა. ვიცით, რომ კარგი დონისაა. დაგვანახა, რომ ბურთის დაჭერა, გოლების გატანა და საგოლე პასების გაკეთება შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 23 წლისაა, გარკვეული გამოცდილება შეგვძინა. ვგრძნობთ,
რომ როდესაც ბურთი აქვს, შეიძლება რაღაც მოხდეს".

მკითხველის კომენტარები / 9 /
კონტექსტის გათვალისწინებით ახსენა მისი ასაკი. ანუ გამოცდილება მოიტანა გუნდშიო და როცა გამოცდილებაზე აკეთებს აქცენტს და ლაპარაკია 23 წლის ფეხბურთელზე, მაგიტომაც გაუსვა ხაზი.
ბაჩო-ს
15:33 28-07-2024
1
მიდით ბიჭებო, თამასა მაღალია და აწი სულ უფრო მაღლა უნდა ასწიოთ.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული