"არაფერი დასრულებულა - ჩვენ მზად ვართ" - კინმა და სახომ "ომონიასთან" მატჩის წინ კომენტარები გააკეთეს

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „ტორპედო“ გასვლაზე „ომონიასთან“ 1:3 დამარცხდა, დღეს კი ამ გუნდს საპასუხო შეხვედრაში უმასპინძლებს. მომავალი დაპირისპირების წინ კლუბის პრესსამსახურთან კომენტარები ქუთაისური გუნდის მწვრთნელმა სტივ კინმა და მცველმა მამადუ სახომ გააკეთეს:

სტივ კინი: "პირველ რიგში, კვიპროსელ ჟურნალისტებს მოგესალმებით. ულამაზეს ქვეყანაში ჩამოხვედით და თუ აქ პირველად ხართ, საქართველო და ქუთაისი აუცილებლად დაგამახსოვრდებათ. შემიძლია აქ ყოფნა მოგილოცოთ.
ხვალ ბევრად განსხვავებული მატჩი იქნება. სახოს ვეთანხმები: ფეხბურთი მეორე შანსს გვაძლევს, პირველიდან კი სწორი დასკვნები გამოვიტანეთ და მზად ვართ დაშვებული შეცდომები
გამოვასწოროთ. ქუთაისელი გულშემატკივარი ჩვენი უპირატესობაა: მათთან ერთად ყველაფერი შეგვიძლია. მჯერა, რომ სტადიონი სავსე იქნება. ჯერ არაფერია დასრულებული.”

მამადუ სახო: "მოედნის მიღმა ბევრი საუბარი არ მიყვარს, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ხვალინდელ მატჩში სასურველი შედეგის მისაღწევად მაქსიმალურად დავიხარჯებით. ვართ თავდაჯერებულები, დანებებას არ ვაპირებთ. ფეხბურთი განსაკუთრებულია, მეორე შანსი გვეძლევა და პირველ მატჩში დაშვებული შეცდომების აქ გამოსწორებას ვეცდებით. რთული მეტოქე გვყავს, მაგრამ მარტივი მატჩი არც “ომონიას” ექნება. აქ, ქუთაისში, ჩვენი გულშემატკივრის წინ, რომელიც ვიმედოვნებ, რომ სტადიონს გაავსებს, ყველაფერი შესაძლოა მოხდეს.
ჩვენ მზად ვართ. მოვუწოდებ გულშემატკივარს, მოვიდნენ სტადიონზე".

მკითხველის კომენტარები / 3 /
იმედი არ მაქ. გასვლაზე რო 2 ბურთიანს ფორას მიცემ 15 წუთში საერთოდ რაზეა ლაპარაკი. სახლში თამაშობდით უკვე და ტირანას ვერ მოუგეთ. მინდა ვცდებოდე მაგრამ მაგის შანსი რო თქვენ რამე ქნათ არის 1-5 %
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
02:12 01-08-2024
0
რატომაც არა? ომონიას დამარცხება თუნდაც 2 ბურთით და დამატებით დროზე გადასვლა სულაც არ მგონია ზღაპარი. აღარ მახსოვს გაგრამ მოუგო და გამოთიშა კიდევაც? მოგება მახსოვ მაშინ არც თუ ძლიერი გაგრის გუნდისგან. წარმატება ქუთათურებო.
G.LA
01:37 01-08-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული