სტივ კინი: ახალი ფეხბურთელებიც გაგვაძლიერებენ და და შედეგიც მოვა

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში სტუმრად "ტირანას" 1:0 დამარცხებისა და მომდევნო ეტაპზე გასვლის შემდეგ, კლუბის პრესსამსახურთან კომენტარი "ტორპედოს" მწვრთნელმა სტივ კინმა გააკეთა:

"პირველ რიგში, დიდი მადლობა გუნდის ყველა ფეხბურთელს - ადგილზე არაერთი პრობლემის მიუხედავად, მათ სასურველი შედეგის მისაღწევად ყველაფერი გააკეთეს, თითოეული მათგანი მაქსიმალურად დაიხარჯა. რთული მატჩი გამოვიდა, ამის მოლოდინი გვქონდა, მაგრამ სწორი მუშაობით შემდეგ ეტაპზე გავედით.

კარგი გუნდი ვართ, ვპროგრესირებთ, შემდეგ ეტაპზე ახალი ფეხბურთელებიც გაგვაძლიერებენ. რაც მთავარია, ვიზრდებით და შედეგიც მოვა. ბოლოს განსაკუთრებული მადლობა “ჯუნგლებს”. დიდი მანძილის მიუხედავად,
ჩამოვიდნენ და როგორც ყოველთვის, დღესაც ჩვენს გვერდით იყვნენ. ვულოცავ მათ ამ გამარჯვებას. მადლობა".

"ტორპედო" მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსის "ომონიას" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ტორპედოს პრობპრობლემა აქ სუსტიცველები ჰყავთ და მეორე კაპიტანი ჰყავს ზოზინა მთელი თამაშის მანძილზე დადის მოსი სორბილიე არ მინახავს გოგაურს მემგონითავი მესსი ჰგონია ვიყომ ავტორიტეტია გუნდში კაპიტნობას ნინკოვიჩი ან კლიაიჩი იმსახურებს
ბალეშიკ
07:30 20-07-2024
0
კინი არის ტორპედოს საუთგეიტი, თამაში არავის მოსწონს, მაგრამ შედეგი აქვს დ:
წელს ჯგუფის დადება ზღაპარია, აი მომავალი წლის ჩლ საკვალიფიკაციოზე ექნებათ კაი შანსები, კინის გარეშე.
ეს ნინკოვიჩი ბიკენტიასთან რო აღარ შეუშვან, არ შეიძლება? ისეთი ტიპია ნებისმიერ ელეგანტური სქილის მქონე სტარის პასს დაგიხატავს თავის ტექნიკით და ყველაფრით მარა იღლება და ზანტდება მეორე ტაიმში მარა რო არ იღლებოდეს ეხლა სერია ა-ში ან ლალიგაში გააგორებდა ბურთს.
იონსენი ძაან კლასნია, რომ იტყვიან სახიფათო ფორვარდიაო ზუსტად მასზეა ნათქვამი, ყველა ჰაერს იგებს და საჯარიმოს ნებისმიერი პოზიციიდან შეუუძლია უცაბედად შეგირხიოს კარის ბადე. 2-3 ტრანსფერი თუ დადო ტორპედომ ეხლა ზამთარში და გაისად საევროპოსწინ მინიმუმ იონსენის დონის გაისვრის ეს გუნდი და შევლენ იმ კომფერენს ლიგის ჯგუფში. მეტიც ეს უაზრო რეგიონული დაყოფები რომ არა და გართულება ისედაც არასახარბიელო დღეში მყოფი ჩვენი ჩემპიონატისა როცა აღმოსავლეთ ევროპის პატარა ბობოლები ლამის ყოველ წელს პირველივე ეტაპზე ეტაკებიან ჩვენ ჩემპიონებს (აგერ ლუდოგორეციც ამ დაყოფის გამო შეხვდა ბათუმს) ეს ტორპედო დარწმუნებით ვიტყვი ეხლავე გაივლიდა სომხეთის ჩემპიონ პიუნიკს მის გამაგდებელ მინსკის დინამოს და ზედ მიაყოლებდა ფინურ ჰიკს და ასეთი კალიბრის სხვა კოჰორტას. მარა აი ომონია 20 მილიონი ღირს ტრანსფერმარკეტზე და ესეთი კალიბრის გუნდი მეორე საკვალიფიკაციოზე რომ გვხდება ერთი მხრივ არ გამართლებაა მაგრამ მეორე მხრივ რენტგენი/საზომია და გაჩვენებს თუ რადონეზე ხარ ასეთი კალიბრის გუნდებთან სათამაშოდ და რამდენად ჩამორჩები თუ მიუახლოვდი მათ დონეს? თუ გინდა რომ ევროტურნირებზე გახვიდე მომავალში (რაც გაცხადებული აქ ტორპედოს პრეზიდენტს) იქ ბოლო ეტაპებზე ან პირდაპირ პლეიოფში ასეთი კალიბრის ან უფრო ძლიერ ფასის და კლასის მქონე გუნდებთან მოგიწევს დუელები რომლებმაც შეიძლება ხან გაგაგდონ ხან კი შენ გააგდო მარა თამაშით ძირითადად ვერ უნდა გაჯობონ ამიტომ სულ ნარავნი თუ არა ბრძოლა უნდა გაუმართო და ადვილად არ დაგამარცხოს, ტორპედოს აქვს ამის რესურსი ნუ კერესელიძეს ეს ფაქტია ესეთ მაღალ დონეზე ნათამაშებ ლეგიონერებს ოც თეთრებად რომ ვერ ჩამოიყვან ესეც ფაქტია ნუ ჩემი საახლობოდან ვიცი ბიორნ იონსენს 45, 000 $ აქვს პრემიებიანად ყოველთვიური გასამრჯელოო და არც იმ პირესს ნინკოვიჩს თუ ეხლად დამატებულ ბრაზილიელ ვარლეის არ ექნებათ ბევრად ნაკლები. ნუ ეს ფინანსები სადღაც უეჭველი გამოიღებს შედეგს მარა საკითხავია რამდენად ადრე ჩემი აზრით ამ სქოთი მწვრთნელის ხელში ეს დრო უფრო ხანგრძლივი იქნება ვიდრე უფრო განსწავლული მწვრთნელის ხელში. და ამ ფინანსებს ამოღება ხომ უნდა
აბა სხვაგან საიდან უნდა შემოუვიდეს მსუყე შემოსავალი გუნდს თუ არა ევროტურნირების ქვეჯგუფში ხშირი სტუმრობების გარდა? ეს კერესელიძეს კარგად ეცოდინება კაცი ბიზნესმენია თან თანამედროვე აზროვნების და არა ფიფიასნაირი ძველი საბჭოთა ყაიდის ცეხავიკებივით ერთი ორწლიანი პროექტი.
Annabel Lover
01:10 20-07-2024
0

სიახლეები პოპულარული