"ტორპედო" "ომონიასთან" ისევ დამარცხდა და კონფერენს ლიგიდან გამოვარდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „ტორპედო“ საკუთარ მოედანზე „ომონიასთან“ 1:2 დამარცხდა.

გასვლაზე 1:3 წაგების შემდეგ „ტორპედომ“ სახლში თვიდანვე შეუტია, ორი მომენტი ვერ გამოიყენა, რასაც მეტოქის იერიშები მოჰყვა, მეკარე კლიაიჩმა ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი, შემდეგ კი სტემპინსკიმ გაუტანა. მეორე ტაიმის დასაწყისში იანსანემ ლამაზი კომბინაცია გოლით დააგვირგვინა. 81-ე წუთზე სანდოხაძესთან შეჯახების შედეგად კვიპროსული გუნდის თავდამსხმელი კაკულისი საჯარიმოში წაიქცა, სემედომ პენალტი გამოიყენა და ყველაფერი დასრულდა.

ქუთაისი. „რამაზ შენგელია“
ტორპედო - ომონია 1:2
გოლები: 0:1 სტემპინსკი (25), 1:1 იანსანე (47), 1:2 სემედო
(81, პენ)

ტორპედო: კლიაიჩი, ნადარაია, ვარლეი, სანდოხაძე, სახო, იანსანე, ელიტონი, გიგაური (ჟორჟინიო 71), შერგელეშვილი (ფაცაცია 71), პირესი, იონსენი

alt"არაფერი დასრულებულა - ჩვენ მზად ვართ" - კინმა და სახომ "ომონიასთან" მატჩის წინ კომენტარები გააკეთეს

მკითხველის კომენტარები / 18 /
ზანგები დაამატეთ ცოტანი არიან. ვაი თქვენს პატრონს.......
ზურა
00:38 02-08-2024
1
ტორპედო არის სასაცილო და სამარცხვინო გუნდი..ჯერ იყოდა მათხოვრობდნენ გვიშველეთ რამეო,ეხლა არიან და გაურკვეველი ფეხბურთელებით გაავსეს..გულშემატკივრები ხომ საერთოდ ცალკე უბედურებაა..შეყრილია 19-კაცი და დღემდე ჩხეტიანს გაყვირიან
საბურთალო
00:30 02-08-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული