"შეგვიძლია კონფერენსლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა" - რა ითქვა "ბაშაქშეჰირთან" მატჩის წინ

AutoSharing Option
დღეს, კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, "იბერია 1999" "ბაშაქშეჰირს" უმასპინძლებს. შეხვედრის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე თბილისური გუნდის მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ და ფეხბურთელმა გიორგი კოხრეიძემ ისაუბრეს.

ლევან კორღალიძე: "ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშებით, მაგრამ ეს ფეხბურთია და აქ ყველაფერი ხდება. თანამედროვე ფეხბურთში მინდორზე ფავორიტები არ არიან. ვინც უფრო მეტს მოინდომებს, გამარჯვებაც მას დარჩება. მათ ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ დამერწმუნეთ, არც ჩვენ გვყავს ნაკლები ფეხბურთელები.

შევეცდებით, რომ ინიციატივა მეტოქეს არ დავუთმოთ. ჩვენ აუცილებლად შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ.

ჩვენთვის გულშემატკივარს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი
მთავარი მოტივაცია მათი გახარებაა. ჩვენ რაღაც იმედი გავაჩინეთ ქართულ საკლუბო ფეხბურთში და მჯერა, რომ საქართველოში ევროთასების სეზონი კიდევ გაგრძელდება".

გიორგი კოხრეიძე: "მოგების ემოციებმა დაღლილობა სრულად გაანეიტრალა. გუნდში ძალიან კარგი განწყობაა და ვეცდებით, რომ "იბერიის" ძლიერი მხარეები ვაჩვენოთ ქართველ გულშემატკივარს. "იბერია" ერთადერთი კლუბია ევროთასებზე და გულშემატკივარს ვთხოვ, რომ ხვალ ტრიბუნებზე მოვიდნენ.

საქართველოს ნაკრების შედეგმა ევროპის ჩემპიონატზე დიდი მოტივაცია და მაგალითი მოგვცა. დავიჯერეთ, რომ ჩვენც შეგვიძლია კონფერენსლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა".

მომზადებულია "იბერია 1999"-ის "ფეისბუქის" გვერდის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 17 /
იქანე მოვიგებტ დზამა ვუი ტქვენს პატრონს
pepe
17:03 09-08-2024
0
სად ცალია ქართულ არხებს ფეხბურთისთვის, 24 საათის რეჟიმში პოლიტიკას უბერავენ, ვაი ჩვენო ქვეყანავ!
ანაგელი
09:04 09-08-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული