"იბერია 1999"-მა "ბაშაქშეჰირთან" თანაბარ მატჩში მარცხი განიცადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „იბერია 1999“ სახლში „ბაშაქშეჰირთან“ 0:1 დამარცხდა.

თამაში თანაბარი იყო, მომენტები ხშირად არ იქმნებოდა. ყველაზე რეალური შანსი პირველ ტაიმში სტუმართა პოლონელ თავდამსხმელ პიონტეკს ჰქონდა, რომელსაც გატანა მეკარე მაკარიძემ არ დაანება. მეორე ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და მასპინძლებს ანგარიშის გახსნა შეეძლოთ, როდესაც შეცვლაზე შესული მამაცაშვილის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია, დამატებაზე კი სილამ ვერ შეძლო გატანა. სამწუხაროდ, 87-ე წუთზე დავიდსონმა დალაშქრა მაკარიძის კარი და სტამბოლურ გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

საპასუხო შეხვედრა 15 აგვისტოს გაიმართება.

თბილისი. „მიხეილ მესხი“
იბერია 1999 - ბაშაქშეჰირი 0:1

გოლი: დავიდსონი (87)

საბურთალო: მაკარიძე, ჯინჯოლავა, ჯგერენაია, აგიაკვა, კაპანაძე, ქარდავა, ნონიკაშვილი (სიხარულიძე 90+2), კოხრეიძე (ო. მამაგეიშვილი 74), გ. მამაგეიშვილი, ი. ტაბატაძე (მამაცაშვილი 80), სილა

მკითხველის კომენტარები / 34 /
რაც ეს ოცნება მოვიდა საკლუბო ფეხბურთი ვაფშე განადგურდა უკანასკნელი გახდა მანამდე ფარერებს მაინც ვცდებოდით და ეხლა სანმარინოს დონეზე დავეცით მახსოვს გორის დილას ფლეიოფი ზესტაფონის დინამო თბილისის ეხლა ფლეიოფი კიარაა ერთი ეტაპი თუ გადავლახეთ არის საუკეთესო შედეგი....
სიმართლე
16:46 09-08-2024
2
წაგებით კმაყოფილების ფოლოვერი არ ვარ, მაგრამ სხვა ქართულ გუნდებთან შედარებით იბერიამ უკეთესად ითამაშა. რატომღაც მჯერა იქ 0-1 ის მოგების :-) უბრალოდ, ლოგიკის გარეშე .

amberგ
14:14 09-08-2024
3

სიახლეები პოპულარული