"იბერია 1999"-მა "ბაშაქშეჰირთან" თანაბარ მატჩში მარცხი განიცადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „იბერია 1999“ სახლში „ბაშაქშეჰირთან“ 0:1 დამარცხდა.

თამაში თანაბარი იყო, მომენტები ხშირად არ იქმნებოდა. ყველაზე რეალური შანსი პირველ ტაიმში სტუმართა პოლონელ თავდამსხმელ პიონტეკს ჰქონდა, რომელსაც გატანა მეკარე მაკარიძემ არ დაანება. მეორე ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და მასპინძლებს ანგარიშის გახსნა შეეძლოთ, როდესაც შეცვლაზე შესული მამაცაშვილის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია, დამატებაზე კი სილამ ვერ შეძლო გატანა. სამწუხაროდ, 87-ე წუთზე დავიდსონმა დალაშქრა მაკარიძის კარი და სტამბოლურ გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

საპასუხო შეხვედრა 15 აგვისტოს გაიმართება.

თბილისი. „მიხეილ მესხი“
იბერია 1999 - ბაშაქშეჰირი 0:1

გოლი: დავიდსონი (87)

საბურთალო: მაკარიძე, ჯინჯოლავა, ჯგერენაია, აგიაკვა, კაპანაძე, ქარდავა, ნონიკაშვილი (სიხარულიძე 90+2), კოხრეიძე (ო. მამაგეიშვილი 74), გ. მამაგეიშვილი, ი. ტაბატაძე (მამაცაშვილი 80), სილა

მკითხველის კომენტარები / 34 /
საქართველოში უამრავი მილიონერია დავიჯერო არავის აქვს სურვილი რომ ისეთი გუნდი გააკეთოს რომ ევროთასებზე გავიდნენ? ამდენი წელია ვჯახირობთ . არავის ეცოდება ქართული საკლუბო ფეხბურთი?
ტოტტი
22:08 08-08-2024
5
სტადიონზე ქომაგობაც უნდა ვისწავლოთ. თუმცა ფაქტია რომ იბერიას საქართველოში ბევრი ქომაგი არ ჰყავს. დღეს ვინც იყო მისული სტადიონზე ქართული ფეხბურთის ქომაგი იყო. ბიჭებმაც ამ ეტაპზე რაც შეეძლოთ დადეს. არადა მეტის პოტენციალს ვხედაც
ვანჩოპე
22:57 08-08-2024
1

სიახლეები პოპულარული