"იბერია 1999"-მა "ბაშაქშეჰირთან" თანაბარ მატჩში მარცხი განიცადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „იბერია 1999“ სახლში „ბაშაქშეჰირთან“ 0:1 დამარცხდა.

თამაში თანაბარი იყო, მომენტები ხშირად არ იქმნებოდა, ყველაზე რეალური შანსი პირველ ტაიმში სტუმართა პოლონელ თავდამსხმელ პიონტეკს ჰქონდა, რომელსაც გატანა მეკარე მაკარიძემ არ დაანება. მეორე ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და მასპინძლებს ანგარიშის გახსნა შეეძლოთ, როდესაც შეცვლაზე შესული მამაცაშვილის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია, დამატებაზე კი სილამ ვერ შეძლო გატანა. სამწუხაროდ, 87-ე წუთზე დავიდსონმა დალაშქრა მაკარიძის კარი და სტამბოლურ გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

საპასუხო შეხვედრა 15 აგვისტოს გაიმართება.

თბილისი. „მიხეილ მესხი“
იბერია 1999 - ბაშაქშეჰირი 0:1

გოლი: დავიდსონი (87)

საბურთალო: მაკარიძე, ჯინჯოლავა, ჯგერენაია, აგიაკვა, კაპანაძე, ქარდავა, ნონიკაშვილი (სიხარულიძე 90+2), კოხრეიძე (ო. მამაგეიშვილი 74), გ. მამაგეიშვილი, ი. ტაბატაძე (მამაცაშვილი 80), სილა

მკითხველის კომენტარები / 20 /
გუნდი ვახსენე სადმე? გუნდმა თავისი შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმუმი დადო, მე მაყურებლის უმსგავსო საქციელზე ვამბობ, რომელიც ისე იჯდა თითქოს ბიჟაზე იყვნენ.
ილარიონას
01:01 09-08-2024
0
"განიცადა" ისეთი სიტყვაა,რასაც ქართული კლუბებთან მიმართებაში არ უნდა გამოიყენებოდეს. ქართულ კლუბებს შეესაბამება "სირცხვილი". ამდენი ფული იხარჯება და თუ ვინმე იტყვის რაში,მაშინ მე ბოდიში.
იასონას უდარი
00:21 09-08-2024
2

სიახლეები პოპულარული