![](https://sportall.ge/pictures/image5/15be2dcf737f9e0fa9b1dd1dec5192c1.jpg)
"პარი ნნ"-ის თავდამსხმელმა ნიკოლოზ ქუთათელაძემ უპასუხა კითხვაზე, საქართველოს ნაკრებიდან ვის მიწვევას ისურვებდა ნიჟნი-ნოვგოროდის გუნდში.
"მამარდაშვილი ძალიან ძლიერი მეკარეა. მე მას ჯერ კიდევ ახალგაზრდულ ნაკრებში შევხვდი. მას, ხვიჩას (კვარაცხელიას) და ზურიკოს (დავითაშვილს) - ისინი ყველანი ძალიან ძლიერი ფეხბურთელები არიან. მამარდაშვილს "პარი ნნ"-ში ვუხმობდი, მაგრამ ჩვენ, მედვედევიც ძალიან კარგი მეკარე გვყავს", - ციტირებს ქუთათელაძეს Metaratings-ი.