ფუტსალი | ლიეტუვა 0:5 საქართველო

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ლიეტუვასთან პირველი ამხანაგური მატჩი დიდი ანგარიშით მოიგო. კედაინიაში ჩატარებულ შეხვედრაში ავთანდილ ასათიანის გუნდმა მეტოქეს ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა.

მატჩის დებიუტში ანგარიში გიორგი ღავთაძემ გახსნა, ვახტანგ ჯვარაშვილმა კი ჩვენი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა. ეროვნულ გუნდში სადებიუტო გოლები გაიტანეს ჯანო კვარაცხელიამ, ბექა ბექაურმა და დავით ხეჩიკაშვილმა.

ლიეტუვისა და საქართველოს ნაკრებების მეორე ამხანაგური მატჩი 19 სექტემბერს გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული