საქართველო - Milan Glorie | მატჩისწინა ვარჯიში თამაშის მასპინძელ სტადიონზე

AutoSharing Option
მილანის ლეგენდებთან გასამართი შეხვედრის წინ საქართველოს ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელებიას გუნდმა დასკვნითი ვარჯიში გამართა. საწვრთნელი პროცესი მატჩის მასპინძელ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარდა.

თბილისშია მილანის ლეგენდების გუნდიც, რომელიც დედაქალაქის საერთაშორისო აეროპორტში 20 სექტემბერს საღამოს, ჩარტერული რეისით ჩამოფრინდა. სტუმარი გუნდის რამდენიმე მოთამაშე კი თბილისში დღის განმავლობაში ჩამოვიდა.

საქართველოს და მილანის ლეგენდების შეხვედრა 21 სექტემბერს, 19:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა ონლაინ რეჟიმში TKT.ge-ს საშუალებით არის შესაძლებელი. ბილეთის ფასი - 10, 30 და 50 ლარია. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის
შეძენა შეუძლია. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველო

გიორგი ლომაია, ნუკრი რევიშვილი, გიორგი ნავალოვსკი, კახა ცხადაძე, კახა კალაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, დავით კვირკველია, ზურაბ ხიზანიშვილი, ლევან ცქიტიშვილი, გოჩა ჯამარაული, გიორგი დემეტრაძე, ჯანო ანანიძე, ალექსანდრე კობახიძე, ლევან კობიაშვილი, ვლადიმერ ბურდული, გიორგი ქინქლაძე, ალექსანდრე იაშვილი, შოთა არველაძე, დავით სირაძე, ვლადიმერ დვალიშვილი, ლევან მჭედლიძე, ოთარ მარცვალაძე, დავით მუჯირი, გელა ინალიშვილი, არჩილ არველაძე, მიხეილ ყაველაშვილი, მურთაზ შელია, გოგა გახოკიძე, ნიკოლოზ ჩხეიძე, გიორგი ნემსაძე, გიორგი ღუდუშაური, მიხეილ აშვეთია, მალხაზ ასათიანი, ლაშა სალუქვაძე, გიორგი ფოფხაძე.

მწვრთნელი: თემურ ქეცბაია

მილან გლორი


დიდა, ვალერიო ფიორი, მასიმო ოდო, კაფუ, ალესანდრო კოსტაკურტა, ლუკა ანტონინი, როკე ჟუნიორი, კრისტიან პანუჩი, კრისტიან ძაკარდო, მასიმო ამბროზინი, სერჟინიო, ანჯელო კარბონე, რიკარდო მონტოლივიო, კლარენს ზეედორფი, კრისტიან ბროკი, მარკო ბორიელო, რივალდო, კაკა.

მწვრთნელი: იბრაჰიმ ბა

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 6 /
აქ ზოგიერთს იდიოტს რომელიც მხოლოდ იმაზეა ჩასაფრებული ყველაფერში ცუდი დაინახოს მინდა ვუთხრა რომ ნესტა,გატუზო,რედონდო და ინძაგი სხვადასხვა კლუბების მთავარი მწვრთნელები არიან და ვერანაირად ვერ ჩამოვიდოდნენ და კაკა,კოსტაკურტა,ზეედორფი,დიდა და ამბროზინი, რომელიც მალდინის შემდეგ კაპიტანი იყო არ იყვნენ ლიდერები? ვაი თქვე საცოდავო ბოღმიანო ლუზერებო
zaza
22:25 21-09-2024
0
რას იგონებენ დინამო არენაზე ეს მთავრობა გაებუტა ფიფიას,?
ჟორა
10:24 21-09-2024
2

სიახლეები პოპულარული