კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...

AutoSharing Option
დღეს, 21 სექტემბერს, 19:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ვეტერანთა ნაკრები "მილანის" ლეგენდებს დაუპირისპირდება. მატჩამდე ვეტერანმა ფეხბურთელებმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთეს.

ლევან კობიაშვილი:

"მოხარული ვართ, რომ შევძელით და ქართველი გულშემატკივრების წინაშე ლეგენდარული ფეხბურთელები წარსდგებიან, როგორც ქართველი, ასევე "მილანის" ვარსკვლავები...

კახა კალაძის დიდი დამსახურებაა, საქართველოში "მილანს" უამრავი გულშემატკივარი რომ ჰყავს... არ ვიცი, მოთამაშეები რამდენად ვისიამოვნებთ, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დღეს გულშემატკივრებმა მაქსიმალური სიამოვნება მიიღონ.

მადლობა ყველას - ორგანიზატორებს, ფეხბურთელებს და მათაც, ვინც ბილეთები შეიძინა."

კახა კალაძე:

"უბედნიერესი ვარ, რომ იმ "მილანის"
ნაწილი ვიყავი, რომელმაც ათი წლის განმავლობაში ყველაფერი მოიგო.

მიხარია, რომ დღეს ჩემი მეგობრები თბილისში არიან და დღეს მე ისევ ის პატარა "კალა" ვარ...

გულშემატკივრები ღამეებს ათენებდნენ, "მილანის" თამაში რომ ენახათ. მაშინ ეს ასეთი მარტივი არ იყო, როგორც დღესაა. მადლობა მათ ამისათვის."

კლარენს ზეედორფი:

"საქართველოში რანდენჯერმე ვიყავი და აქ ჩამოსვლა სასიმაოვნოა. მიხარია, მაქვს შესაძლებლობა, კალაძეს კიდევ ერთხელ შევხვდე.

საქართველოს ნაკრები ძლიერი და ბრძოლისუნარუანი გუნდია და მომავალში დიდი წარმატება ელის."

Sportall.Ge

რიკარდო კაკა:

"საქართველოში პირველად ვარ. სასიამოვნოა შეგრძნებაა, როცა "მილანის" გულშემატკივრებს მსოფლიოს მასშტაბით ხვდები. ვნახულობ ყოფილ თანაგუნდელებს.

ქართულ ფეხბურთში ახლა პერსპექტიული თაობაა, კახას დამსახურებით, მათ ვგულშემატკივრობთ.

არის თუ არა "მანჩესტერ იუნაიტედთან" გატანილი გოლი ჩემს კარიერაში საუკეთესო? გეთანხმებით, "მანჩესტრთან" გატანილი გოლი ალბათ ყველაზე ლამაზი და მნიშვნელოვნი იყო.

ჩემი სტილის ფეხბურთელები დღეს იმიტომ კი არ არიან, რომ მათ ნიჭი აკლიათ, უბრალოდ, კლასიკური "ათიანით" იშვიათად თამაშობენ. სასიამოვნოა, რომ იცვლება მწვრთნელების ხედვა და ტაქტიკა, ცვლილებებისთვის თვალის დევნება სასიამოვნოა."

იბრაჰიმ ბა ("მილანის" ლეგენდების მწვრთნელი):

"რა თქმა უნდა, ჩვენთვის მთავარი აქ ყოფნაა, თუმცა "მილანი" ვართ და მოგება სულ გვსურს."

თემურ ქეცბაია (საქართველოს ნაკრების ვეტერანების მწვრთნელი):

"ქართულ ფეხბურთში ახლა ბუმია და ეს ჩვენი ნაკრების დამსახურებაა. მადლობა ფეხბურთის ფედერაციას და თბილისის მერიას, პირადად კახის.

გუნდი ერთი კვირის წინ დავტოვე და ახალი გუნდი მაშინვე ვიპოვე, დიდი ხანია არ მიფიქრია.

იმედია, დღევანდელ მატჩს კარგად შევხვდებით. "მილანს" ბევრი გულშემატკივატი ჰყავს საქართველოში. მსოფლიო დონის ფეხბურთელებს ვნახავთ."

altდღეს ქართველების ბევრი საინტერესო მატჩია - "კვარა" "იუვეს" წინააღმდეგ და რამდენი დრო მიეცემა "ჩაკვეს" - კაკა და ვარსკვლავები თბილისში...

მკითხველის კომენტარები / 32 /
არც ნაკრების წარმატებაა კალაძის დამსახურება და არც მაგის გამო ყავდა მილანს აქ ქომაგი, იქამდეც არ აკლდა
დათო
12:31 22-09-2024
12
კახი შე ძველო, შევა რატომ არ არის ნეტავ....
gulshematkivari0703
20:00 21-09-2024
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული