ვიზიტი ტაბახმელაში მშენებარე სტადიონზე

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა მთაწმინდის რაიონის გამგებელთან, დავით კირკიტაძესთან ერთად ტაბახმელაში მიმდინარე სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაათვალიერა. ღონისძებას ესწრეობდნენ სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტები, კახა ჭუმბურიძე და აკაკი ალადაშვილი და სფფ-ის ტექნიკური დირექტორი ზაზა ზამთარაძე.

სპორტული კომპლექსი მოიცავს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის საფეხბურთო მოედანს და სხვადასხვა სპორტულ სივრცეებს. სტადიონი აღჭურვილია ტრიბუნით და შესაძლებლობა აქვს უმასპინძლოს შეკრებებს. კომპლექსი სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის.

სამშენებლო სამუშაოები ასევე დაათვალიერეს თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურაბ აბაშიძემ და პარლამენტის წევრმა დავით კაჭარავამ.

ტაბახმელაში სპორტული კომპლექსის მშენებლობა
მიმდინარე წელს დაიწყო და 2025 წელს დასრულდება.

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 5 /
ჩოხატაურშიცაა ძველი სტადიონი,სულ მინდოდა იქ რომ ს"აფეხბურთო" სიცოცხლე იყოს ძალიან მაგარი იქნებოდა!! მაგრამ ნელნელა მაქეთ მიდის და იქნებ ერთ დღეს მანდაც გაგორდეს ბურთი...პოლიტიკოსობაში არ გადამითარგმნოთ ძალიან გთხოვთ.მაგრამ კობი და იაშკა მუჯირიც ძალიან კარგად რო მუშაობენ ნელნელა იკვეთება და ეს არ დაინახო ტეხავს..
მირო+
02:53 02-10-2024
3
ზუგდიდის სტადიონი როდის დასრულდება? 2012 / 2024.......
მალხაზ ჯობავა
21:55 01-10-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული