სპორტული კომპლექსი მოიცავს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის საფეხბურთო მოედანს და სხვადასხვა სპორტულ სივრცეებს. სტადიონი აღჭურვილია ტრიბუნით და შესაძლებლობა აქვს უმასპინძლოს შეკრებებს. კომპლექსი სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის.
სამშენებლო სამუშაოები ასევე დაათვალიერეს თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურაბ აბაშიძემ და პარლამენტის წევრმა დავით კაჭარავამ.
ტაბახმელაში სპორტული კომპლექსის მშენებლობა
მიმდინარე წელს დაიწყო და 2025 წელს დასრულდება.
GFF.GE