საქართველო - ლატვია | ნაკრების ვეტერანთა ამხანაგური მატჩი ქუთაისში

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, 18 ოქტომბერს, ქუთაისში საქართველოსა და ლატვიის ნაკრები გუნდების ლეგენდარული ფეხბურთელების ამხანაგური მატჩი გაიმართება.

შეხვედრას, რომელშიც ქართველი და ლატვიელი ვეტერანი ფეხბურთელები მიიღებენ მონაწილეობას, შენგელია არენა 21:00 საათზე უმასპინძლებს.

საქართველოს ვეტერანთა ნაკრების შემდგენლობა: გიორგი ლომაია, ნუკრი რევიშვილი, ირაკლი ზოიძე, გიორგი ნავალოვსკი, კახა ცხადაძე, კახა კალაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, დავით კვირკველია, ზურაბ ხიზანიშვილი, ლევან ცქიტიშვილი, გოჩა ჯამარაული, გიორგი დემეტრაძე, ალექსანდრე კობახიძე, ლევან კობიაშვილი, ვლადიმერ ბურდული, გიორგი ქინქლაძე, ალექსანდრე იაშვილი, დავით სირაძე, ვლადიმერ დვალიშვილი, ლევან მჭედლიძე, ოთარ მარცვალაძე, გელა ინალიშვილი, არჩილ
არველაძე, მიხეილ ყაველაშვილი, მურთაზ შელია, გოგა გახოკიძე, ნიკოლოზ ჩხეიძე, მიხეილ აშვეთია, მალხაზ ასათიანი, ლაშა სალუქვაძე, გიორგი ფოფხაძე, ზურაბ იონანიძე, ვასილ გიგიაძე, მამუკა მაჭავარიანი, გიორგი ჩიხრაძე

მთავარი მწვრთნელი: თემურ ქეცბაია

ლატვიის ვეტერანთა ნაკრების შემადგენლობა:
ალეკსანდრს კოლინკი, მიჰაილს ზემლინსკისი, ოლეგს ბლაგონადეჟდინს, ალეკსანდრს ისაკოვსი, იგორს კორაბლოვსი, ანტონს იემელინსი, ედგარს გაურაჩსი, ვიტალის ასტაფიევსი, ალექსანდს ცაუნია, მარის ვერპაკოვსკისი, ანდრეის პროჰორენკოვსი, მიჰაილს მიჰოლაპსი, ალექსანდრს იელისეიევსი.

მთავარი მწვრთნელი: ალეკსანდრს სტარკოვსი

მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა ონლაინ რეჟიმში TKT.ge-ს საშუალებით არის შესაძლებელი. ბილეთის ფასი 5 ლარია. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეუძლია.

მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელი იქნება შენგელია არენას სალაროებში.

სამუშაო საათები:

15-17 ოქტომბერი: 10:00 – 19:00 საათი
18 ოქტომბერი: 10:00 – 22:00 საათი

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 3 /
ლატვიას ლეგენდარული ფეხბურთელი ისტორიის განმავლობაში არ ჰყოლია, ჩვენ კი 30 წელი, ეხლა არ დამიწყოთ ქინქლაძე-არველაძეებიო, ერთმა 1 სეზონი ითამაშა ტოპ-ჩემპიონატში და მეორეს საერთოდ არ უთამაშია, არც კალაძეა ლეგენდარული. დღევანდელი ნაკრებია ლეგენდარული, პირველად გავიდნენ დიდ ფორუნზე და თუნდაც ამიტომ, იმედია ეს მხოლოდ დასაწყისია!
llcl
21:42 09-10-2024
0
მაქვს წინადადება, მესამე მატჩი ჩავატაროთ! აღმოსავლეთ საქართველო / დასავლეთ საქართველო, ან თბილისის ნაკრები და დანარჩენი საქართველოს ნაკრები.
რავარი იქნებ ჰა?
მალხაზ ჯობავა
20:22 09-10-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული