"ბარსელონას" "ეიბარის" დონეზე ათამაშებდა - ლუის ენრიკე ჩავიზე

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილმა და "პარი სენ ჟერმენის" ამჟამინდელმა თავკაცმა ლუის ენრიკემ Movistar-თან ინტერვიუში ჩავი ერნანდესი გააკრიტიკა, რომელიც "ბლაუგრანას" 2021/2024 წლების სეზონში წვრთნიდა.

ენრიკეს თქმით, ჩავის მწვრთნელობის დროს "ბარსელონამ" საკუთარი დნმ-ი დაკარგა.

"ბარსელონამ" ხავის ხელმძღვანელობით საკუთარი დნმ-ი დაკარგა. ისინი ბურთს ვერ ფლობდნენ და ვერც დომინანტურ ფეხბურთს თამაშობდნენ.

ასეთი რამ "ბლაუგრანაში" რომ ჩემი მუშაობის პერიოდში მომხდარიყო, კრიტიკის ქარცეცხლში გამატარებდნენ. თუ უბრალოდ ნეიტრალური გულშემატკივარი ხარ, მარტივად შეამჩნევ, რომ იგი "ბარსელონას" "ეიბარის" დონეზე ათამაშებდა.

გასულ სეზონში კლუბიდან დამიკავშირდნენ და "ბარსას" მეორედ გაწვრთნა შემომთავაზეს, მე კითხვა
დავსვი - "მაინც გაათავისუფლებთ ხავის თუ ლა ლიგას მოიგებს?" მათგან პასუხი ნათელი იყო. წინადადებას რომ დავთანხმებოდი, დღეს კვლავ "ბარსელონას" მწვრთნელი ვიქნებოდი", - განაცხადა ენრიკემ.

alt"რეალი" მსაჯების ფავორიტი კლუბია... რატომ გავუშვი ხავი?" - რა განაცხადა ლაპორტამ

alt"ბარსელონაში" დარჩენა მსურდა, ორი ტიტული ურთულეს სიტუაციაში მოვიგეთ" - ხავიმ "სევილიასთან" მატჩის შემდეგ ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 2 /
ლუჩო შენი პსჟ ხო რას ამბობ ბარსასავით თამაშობს. კიდევ რამდენი მილიარდი უნდა დახარჯოთ რო სანუკვარი ლიგა მოიგოთ?
barca
21:03 09-10-2024
0
მართალია, მაგრამ ეს ის შემთხვევაა როდესაც რასაც ფიქრობ ყველაფერი ხმამაღლა რომ არ უნდა თქვა
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული