საქართველო - ლატვია | ნაკრების ვეტერანთა ამხანაგური მატჩი ქუთაისში

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, 18 ოქტომბერს, ქუთაისში საქართველოსა და ლატვიის ნაკრები გუნდების ლეგენდარული ფეხბურთელების ამხანაგური მატჩი გაიმართება.

შეხვედრას, რომელშიც ქართველი და ლატვიელი ვეტერანი ფეხბურთელები მიიღებენ მონაწილეობას, შენგელია არენა 21:00 საათზე უმასპინძლებს.

საქართველოს ვეტერანთა ნაკრების შემდგენლობა: გიორგი ლომაია, ნუკრი რევიშვილი, ირაკლი ზოიძე, გიორგი ნავალოვსკი, კახა ცხადაძე, კახა კალაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, დავით კვირკველია, ზურაბ ხიზანიშვილი, ლევან ცქიტიშვილი, გოჩა ჯამარაული, გიორგი დემეტრაძე, ალექსანდრე კობახიძე, ლევან კობიაშვილი, ვლადიმერ ბურდული, გიორგი ქინქლაძე, ალექსანდრე იაშვილი, დავით სირაძე, ვლადიმერ დვალიშვილი, ლევან მჭედლიძე, ოთარ მარცვალაძე, გელა ინალიშვილი, არჩილ
არველაძე, მიხეილ ყაველაშვილი, მურთაზ შელია, გოგა გახოკიძე, ნიკოლოზ ჩხეიძე, მიხეილ აშვეთია, მალხაზ ასათიანი, ლაშა სალუქვაძე, გიორგი ფოფხაძე, ზურაბ იონანიძე, ვასილ გიგიაძე, მამუკა მაჭავარიანი, გიორგი ჩიხრაძე

მთავარი მწვრთნელი: თემურ ქეცბაია

ლატვიის ვეტერანთა ნაკრების შემადგენლობა:
ალეკსანდრს კოლინკი, მიჰაილს ზემლინსკისი, ოლეგს ბლაგონადეჟდინს, ალეკსანდრს ისაკოვსი, იგორს კორაბლოვსი, ანტონს იემელინსი, ედგარს გაურაჩსი, ვიტალის ასტაფიევსი, ალექსანდს ცაუნია, მარის ვერპაკოვსკისი, ანდრეის პროჰორენკოვსი, მიჰაილს მიჰოლაპსი, ალექსანდრს იელისეიევსი.

მთავარი მწვრთნელი: ალეკსანდრს სტარკოვსი

მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა ონლაინ რეჟიმში TKT.ge-ს საშუალებით არის შესაძლებელი. ბილეთის ფასი 5 ლარია. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეუძლია.

მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელი იქნება შენგელია არენას სალაროებში.

სამუშაო საათები:

15-17 ოქტომბერი: 10:00 – 19:00 საათი
18 ოქტომბერი: 10:00 – 22:00 საათი

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 6 /
რომელი ენდელაძე კაცო? ეგენი ბევრნი იყვნენ: ბუხუტი, ავქსენტი, ტრისტანა, ტარიელა, ჯოყოლა, მგელიკა, ჯუმბერა თუ ალბერტა? ერთი რო გამოეძახათ ეგეთ უმნიშვნელოვანეს და ისტორიულ (გადაუჭარბებლად ვამბობ) მატჩში, დანარჩენებს ეწყინებოდათ. მაგათ ყველას ერთად გუტენტრაკენის ვეტერანებთან თამაშზე დაუძახებენ.
ОРТ აჩვენებს თამაშს?
16:06 10-10-2024
0
მაინტერესებს, რატომ არაა მოწვეულთა შორის ჯონღუზა დუდუკიშვილი, კლარნეტიკ დავითულიანი და დაჰკადოლ აფერისტოვი. სამივე პირველი ხმები იყვნენ, მარის ვერპაკოვსკისის დროს თამაშობდნენ. ან ჩვენმა ჩონგურა არჩევნებოვმა რა დააშავა, რაც მაგას ბურთები გაჰქონდა ცეესკოში. )) ის ხალხი მანახა ვინც მაგ მატჩს დაესწრება რაა.)) მოხვეტავენ ალბათ საწყალ მეეზოვეებს, გამწვანებლებს, მერიის რვა ათასიან კოლექტივს და შეავსებენ ტრიბუნებს. ამ ჩვენს ვეტერანებს მაინც როგორ არ გიტყდებათ რო ასე დაგცინიან? ლატვიის ლეგენდებიო, ხალხო. ამასაც ხომ მოფიქრება უნდა. ასტრალში არიან გასულები/
რამდენიმე ფეხბურთელი დაგავიწყდათ
15:53 10-10-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული