კონკაკაფის ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში გვატემალას ნაკრებმა სტუმრად გაიანა 3:1 დაამარცხა - დუბლი თბილისის „დინამოს“ 25 წლის ნახევარმცველმა ოსკარ სანტისმა შეასრულა.
ოსკარ ალექსანდერ სანტის კაიაქსს ეროვნულ გუნდში 37 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი. მან თბილისის „დინამოსთან“ 2024 წლის იანვრში 2+1 სისტემის კონტრაქტი გააფორმა. მიმდინარე ეროვნული ლიგის გათამაშებაზე მის ანგარიშზე 25 შეხვედრაში 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.
გვეტემალა 7 ქულით ლიდერია, თუ 16 ოქტომბერს სტუმრად კოსტა-რიკასთან თუნდაც ფრეს მიაღწევს, ჯგუფში პირველ ადგილს გაინაღდებს და ტურნირის შემდეგ ეტაპზე მონაწილეობის
უფლებას მოიპოვებს, სადაც უკვე მექსიკა, აშშ, კანადა და პანამა გავიდნენ.