უეფას გადაწყვეტილებით შეხვედრას გოგა კიკაჩეიშვილი განსჯის. ქართველი არბიტრის ასისტენტები დავით ახვლედიანი და დავით გაბისონია, ხოლო მეოთხე მსაჯი ირაკლი კვირიკაშვილი იქნება. VAR-ის ოთახში კი ალეკო აფციაური და ბაკურ ნინუა იმუშავებენ.
"გენტი" - "მიოლდეს" შეხვედრა, ბელგიაში KAA Gent Arena-ზე 24 ოქტომბერს გაიმართება და თბილისის დროით 20:45 საათზე დაიწყება.
GFF.GE