საქართველო - ირლანდია | პლეი-ოფის პირველი მატჩი თბილისში

AutoSharing Option
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 25 ოქტომბერს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის პირველ მატჩს გამართავს.

ირის ანტმანის გუნდი, მიხეილ მესხი 2-ზე ირლანდიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. მატჩამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს ნაკრებმა დასკვნითი ვარჯიში შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე გამართა.

ირლანდიასთან პლეი-ოფის პირველ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო თეონა ბაქრაძე და ნინო ბუხრიკიძე გამოტოვებენ.

საქართველო - ირლანდიის შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასწრება თავისუფალია. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: თათია გაბუნია (კვარტალი), სვეტლანა გაბელაია (ელიტა), ეკა თაბაგარი (ლანჩხუთი)

დაცვა: მარიამ
კალანდაძე (ლანჩხუთი), სოფიკო ნარსია (ლანჩხუთი), სალომე გასვიანი (კვარტალი), ნატა კვირკვაია (ნიკე-ლუსო), გვანცა ქადაგიშვილი (ლანჩხუთი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), თამარ ქველიძე (ეტლინგვაიაერი, გერმანია)

ნახევარდაცვა/თავდასხმა:
ნინო პასიკაშვილი (კვარტალი), ნინო ბუხრიკიძე (ნიკე-ლუსო), თინათინ ამბალია (ლანჩხუთი), ნათია დანელია (კვარტალი), ელენე ჩიქოვანი (ნიკე-ლუსო), მაიკო ბებია (ნიკე-ლუსო), სალომი დიმოპულო (კვარტალი), ლიზი მწყერაშვილი (ნიკე-ლუსო), ირინა ხაბურზანია (ლანჩხუთი), ანასტასია ბოლქვაძე (კვარტალი), თეონა ბაქრაძე (ლანჩხუთი), ლიზი კანკია (კვარტალი), ანა ჩემინავა (ჰაპოელი თელ-ავივი, ისრაელი)

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 4 /
Vigebt dges
Lego
10:28 25-10-2024
2
კარგი იქნება თუ 10 გოლს არ გაუშვებთ
დავით 67
07:51 25-10-2024
14

სიახლეები პოპულარული