ირის ანტმანი: ეს პროცესია - სწავლას ვაგრძელებთ

AutoSharing Option
ქალთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის პირველ მატჩში, სახლში ირლანდიასთნ 0:6 დამარცხების შემდეგ, კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ირის ანტმანმა გააკეთა:

"დიდი ანგარიშით მარცხი ყოველთვის მტკივნეულია. ვიცოდით, რომ რთული შეხვედრა გველოდა, თუმცა მატჩი ძალიან კარგად დავიწყეთ.

ვამაყობ გოგონებით, ვიცოდით, რომ იოლი არ იქნებოდა, თუმცა ეს პროცესია. თითოეულ მატჩში უნდა ვისწავლოთ. ნაბიჯ-ნაბიჯ ვაგრძელებთ განვითარებას. ამას გარკვეული დრო სჭირდება, მაგრამ საბოლოოდ მიზანს მივაღწევთ.

ბედნიერი ვარ, რომ გულშემატკივარი ჩვენთან ერთად იყო და ამხნევებდა გუნდს. ამან თავდაჯერება შეგვმატა. მართალია, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, თუმცა სწავლას
ვაგრძელებთ".

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
ქალბატონო ირის გვერეტ მჯერა თქვენი სწორი გზით მიდის ნაკრებში ყველაფერი წარმატებებს გისურვებთ და გამარჯვებებს
მერაბი ბებია
07:50 26-10-2024
1
ქალბატონო ირის, ლამაზი ქალბატონი ბრძანდებით. აი ჩვენი გოგოები კი ლამაზად ფეხბურთს ვერ თამაშობენ
სიმართლე
23:27 27-10-2024
0

სიახლეები პოპულარული