მატჩამდე ერთი დღით ადრე ჩვენმა გუნდმა მატჩის მასპინძელ ტალა სთეიდიუმზე ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა.
ირლანდია - საქართველოს პლეი ოფის საპასუხო შეხვედრა 29 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.
ირის ანტმანი (ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ძალიან სასიხარულოა, რომ ამ ეტაპზე მოსვლა შევძელით. ამ დონის ნაკრებთან თამაში ჩვენთვის დიდი გამოცდილებაა.
დარწმუნებული ვარ, გოგონები მაქსიმუმს გააკეთებენ. ხვალინდელი მატჩისთვის ისინი მაქსიმალურად ემზადებიან".
nakrebi.ge