"გამარჯვება დავიმსახურეთ, ახლა კი ჩვენი მთავარი მიზანი ესაა..." - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი საქართველოსთან მატჩის შემდეგ

AutoSharing Option
ერთა ლიგის ბოლო, მეექვსე ტურში საქართველოს ნაკრების ჩეხეთთან (1:2) მარცხის შემდეგ, მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა ივან ჰაშეკმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ჰაშეკის თქმით, მისმა გუნდმა სამართლიანად გაიმარჯვა, თუმცა მთავარი ჩეხეთის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშია.

"ჩემი აზრით, სწორი ფეხბურთი ვითამაშეთ და ამან შედეგი გამოიღო. ბიჭები ერთმანეთისთვის თამაშობდნენ და სასურველი შედეგის მისაღწევად მონდომება არ დაიშურეს. ეს მსოფლიო ჩემპიონატისკენ მიმავალ გზაზე გადადგმული ნაბიჯი იყო.

ჩემს მიმართ წამოსული კრიტიკა? რა თქმა უნდა, როდესაც მეტოქესთან 4 ბურთიანი სხვაობით მარცხდები, არავინ შეგაქებს, კრიტიკა ლოგიკური იყო. რამდენიმე ექსპერტიც გავიცანით, მაგრამ
ეს ყველაფერი წარსულში დარჩა და თამაშის ხარისხიც გამოვასწორეთ.

გუნდის გამო ძალიან ბედნიერი ვარ. გავიმეორებ, მთავარი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლაა", - განაცხადა ივან ჰაშეკმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის B დივიზიონში დასარჩენად C დივიზიონში მეორე ადგილზე გასული გუნდებიდან ერთ-ერთს შეხვდება.

აღნიშნული მატჩები 2025 წლის 20 და 23 მარტს გაიმართება.

altსანიოლი: ვერ შევეგუები იმას, რომ გუნდის პროგრესი შეფერხდეს

altსაქართველოს ნაკრები ჩეხეთთან დამარცხდა და B ლიგაში დასარჩენად პლეი-ოფში ბრძოლა მოუწევს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
ისე ნუ გამიგებთ ქვეყნის მტერი ვიყო მაგრამ ჩვენ ჯერ ჯერობით არგვყავს ის გუნდი ჩეხეთს გასვლაზე მოვუგოთ..კაშიას ძალიან კაია მაგრამ ნელიაა 38 წლისა უკვეე..ნახევარ დაცვაში ლომინაძე გვჭირდება გაგნიძე ბევრი სიახლეაა საჭირო და ჩემის აზრით სვანაძე უნდა დაენიშნათ ტრენერად...
სიმართლე
12:51 20-11-2024
3
და მაინც: საქართველოს ნაკრებს უფრო მეტი შანსი აქვს მსოფლიოზე გავიდეს, ვიდრე ოცნების ხელისუფლებას საქართველოს ევროკავშირში შეყვანა
ოძრხე
14:06 20-11-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული