
მასპინძლები სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, პირველი ტაიმი კომფორტული ანგარიშით 2:0 მოიგეს, შესვენების შემდეგ ანგარიში გაზარდეს და გაიმარჯვეს.
სტუმართა გუნდის მცველმა საბა გოგლიჩიძემ 71-ე წუთამდე ითამაშა და ურიგოდ არ გაისარჯა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში - შეფასებები: sofascore 6.7, flashscore 6.4, whoscored 6.3.
„ემპოლი“ ჯერჯერობით 16 ქულით მეათე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას თასზე 5 დეკემბერს ფლორენციაში „ფიორენტინასთან“ ჩაატარებს.
მილანი. „სან სირო“
მილანი - ემპოლი 3:0
გოლები: 1:0 მორატა (19), 2:0 რეინდერსი (44),
გოგლიჩიძე დაბრუნდა და შეუცვლელად ითამაშა - "ემპოლიმ" "უდინეზესთან" ქულები გაიყო